ქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა. ხვიჩა კვლავ დიდებულად გაისარჯა და ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა - 9 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პოლიტანოს დარტყმული
ბურთი მეკარე მუსომ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა. ბოლოს მუსომ კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ატალანტა“ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ცალკარა თამაში წავიდა, ოსიმენმა „მაკრატელათი“ ვერ გაიტანა, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ორჯერ ვერ უწია მიზანს, მესამე ცდიდან კი, როდესაც ოსიმენის პასი მიიღო, მეურვეები გააბითურა და ბერგამოელთა კარი დალაშქრა. ქართველმა ყველაზე მძიმე მომენტში კვლავ გატეხა მეტოქე. სპალეტიმ სიამოვნებისგან ხელები გაშალა, ხოლო ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გაიხარა. 77-ე წუთზე რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (59), 2:0 რაჰმანი (77)

მკითხველის კომენტარები / 55 /
ხვიᲩა კვარაცხელია
მევალეები და Ძალიან მიყვარხაარ
გაბრიელი
21 მარტი 2024 22:02
0
სასიამოვნო თითების ფშვნეტით, მაჯაში იღრძო ჯუღელმა ხელი.
ვეღარ გაყიდა ბაზარში ყველი და ხვიჩას ხარ მოიდგა წელი..
განა ადვილია დიდ მაყუთის დათვლა? ამას კოჭოიას ნიჭი უნდა და მისი ღიმილიანი სახე.. ჯუღელს ულვაშები რომ ქონდეს, და ცალი თვალი კუტუზოვივით ახვეული, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ოჯახის მეგობარი და აგენტი ჯაგა; პირავარდნილი ლეგენდარული ფონ ხუან ხოსანაა. განსაკუთრებით უკნიდან და შლიაპაში..
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
14 მარტი 2023 13:58
1
ჩემპიონობის ქუდი ახურავთ, რაცხა თორმეტი თამაში დარჩა,
როდის იქნება? მე გეტყვით ნაღდად, 23 აპრილს ზეიმს გავმართავთ.!
დაიხსომეთ ჩემი სიტყვა, 23 აპრილს იუვეს დაადებენ დამორჩა. არსრულდა! აღსრულდა ძმებო! ოქროს ზოდები თითეულს გვერგო, შავ ჯემალასაც შეხვდება წილი, საბრალო ჟორკა მწარედა ტირის, ჟორკას არ შეხვდა, რადგან თავიდან, ჩაუწერია ჟანა მამიდა. იერევნის მვიდრმა წაუღო ტვინი, იერევნელი ხარ, ითხარე ცხირი, ჟრკაც ადგა და არ აწყენინა, რას იფიქრებდა ეს თუ გავიდა, ჟორკა დაღუპა მისმა მამიდამ გინებას იწყებს ისევ ტავიდან..
ვაააა! ეს ქუ ვართანუშჯან მაზალო ტიპეს მამიდაჯან ელი! ჰაქშა შე ჩემის კიკოლიკო! ჰაქსა რა დროს იშტოიანია ტოოო? აზრზე ხართ რა გაუჩალიჩა იმ განდილამ იმანა ტოოო? ეხლაც იძახე იერევან იერევან, ზდეს დუქანი ტამ ბაზარ, ჩემოლამაზო ტელავო შენ გენაცვაყლეეე ოოოო! რაში გამცვა ლეეე ოოოოოო...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო და რამზიკ პოღოსოვიჩ ხაჩიკიანი ელიი...
14 მარტი 2023 13:53
0

Kvaradonaaa
Gabrielo
21 მარტი 2024 22:01
0
მე მაგალითად ოქროს ბურთის მოგებას, ოქროს ფეხი მირჩევნია. რა შუაშია ბურთი? მთავარია ფეხი და ღმერთის ხელი. როცა ხელიც პროცესში იყო...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 მარტი 2023 13:36
0
ეს მინიმუმ 50 ლიმონიანი გოლი იყო, ეხლა მისი ფასი სულ მცირე 100 ლიმონს აცდება. რაც შეეხება, „წინ დავითის და თამარის საქართველოსკენო“! ნაღდად ეხლა გავიგე, რომ დავითი თურმე ფეხბურთის, (იქნებ ცხენბურთი იგულისხმე?) ტრენერი ყოფილა, თამარი კი კარში მდგარა. ბეშიქტაშს, ორჯერ ისეთი აუღებელი აუღო, რომ..
გუშინ ვინ იყავი ამას არ აქვს მნიშვნელობა, არ იმას ერთი წამის წინ რას წარმოადგენდი, მტავარია ეხლა, ამ წუთში იყო პირველი, ყოველთვის აწმყოში უნდა ჯობდე ყველას, თორემ რვაასი წლის წინ ვინ რა და სად გაიმარჯვა, სირცხვილიცაა ამით ტრაბახი..
ეხლა ვინ ხარ, ვიიინ?!! აი ამაშია მთელი დელი ოდელია დელ ფინის ზებრას და პინგვინის ხიბლი. რავა, აქაარ იცოდი, თუ?!
კ ო მ ბ ლ ე
14 მარტი 2023 13:33
0
კვარას გაუმარჯოოოოს! წინ დავითის და თამარის საქართველოსკენ!
ზზზ
12 მარტი 2023 17:14
2
ხვიჩას გოლი გადაღებული სხვადასხვა კუთხიდან
https://www.youtube.com/watch?v=X9JTEgLVs6A
ქ. გ.
12 მარტი 2023 14:18
1
ეს წაიკითხეთ აუცილებლად
https://www.tuttonapoli.net/in-primo-piano/da-0-a-10-ghoulam-distrugge-i-media-adl-fuori-di-testa-per-kvara-la-ridicola-frase-di-gasp-e-le-facce-scioccate-maradona-533961

თარგმანი (ზუსტად ვერ თარგმნის გუგლი)
https://www-tuttonapoli-net.translate.goog/in-primo-piano/da-0-a-10-ghoulam-distrugge-i-media-adl-fuori-di-testa-per-kvara-la-ridicola-frase-di-gasp-e-le-facce-scioccate-maradona-533961?_x_tr_sl=it&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=en&_x_tr_pto=wapp
ქ. გ.
12 მარტი 2023 13:45
0
რუბინში რო თამაშობდა მაშინ ვიპოვე იქიდან ვაქებდი, და ეხლა რასაც აკეთებს სასწაულია, მისგან გამოვყოფდი ორ გოლს ერთი ლაციოს რომ გაუტანა გასვლაზე და მეორე ატალანტას, სასწაული ბურთის ფლობა და ხედვა აქ მინდვრის, ოსიმენს იუვენტუსთან პასი რომ გაუკეთა თავზე იტყვი თეფშით მიართვაო. . საწყენი ის გვაქ ჩართავ სპორტულ არხებს და რაღაც ჩემპიონატებს აჩვენებენ, ამ სილამაზეს ბავშვებმა უნდა უყურონ რომ კიდევ უფრო უკეთესები აღიზარდონ.. რუსულ არხებზე ღრიალი გაუდით კომენტატორებს და ჩვენ კიდევ საიტებზე უნდა ვეძიოთ რომ ასეთ ლამაზ თამაშებს უყუროთ... საწყენია უფასოდ უცხო ქვეყნები თამაშს აჩვენებენ და შენ ამ დროს შენი ქვეყნის ვარსკვლავს ვერ უყურებ თუ არ გადაიხადე
კახა
12 მარტი 2023 12:25
1
მე მაგთის ინტერნეტი მაქვს და მის ინტერნეტ ტელევიზიაში,სამი სეტანტას არხიც არის.იქ აჩვენებენ,იტალიის,საფრანგეთის,ინგლისის,გერმანიის,ნბა-ს ჩემპიონატებს,ჩოგბურთის და უწესო ბრძოლებს.აგრეთვე ფორმულა ერთს და ნჰლ ჰოკეის ლიგის თამაშებს.კომენტარი,შენი არჩევანითაა.უკრაინულ,ინგლისურ,ქართულ და რუსულ ენებზეა.
სოსო
12 მარტი 2023 14:04
0
ხვიჩას გოლი არ იყი მისი, ან ნაპოლის, ან სერია ა-ს, ან თუნდაც ევროპის ჩემპიონატებში გატანილი რიგითი, ჩვეულებრივი გოლი!
ეს იყო გოლი რაც ფეხბურთის მოყვარულებს უდიდეს სიამოვნებას, სიხარულს, ბედნიერებას ანიჭებს!
ხვიჩა ეკუთვნის თავის თავს, მის ოჯახს, გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებს, მაგრამ ის უკვე მარტო ჩვენია აღარაა! ის ეკუთვნის ნებისმიერს (და არა მარტო საქართველოში ან იტალიაში) რომელიც დღეებს, საათებს, წუთებს ითვლის, რომ კვლავ დატკბეს იმ ფეხბურთის ყურებით სადაც კვარა თამაშობს!
თემური
12 მარტი 2023 12:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული