ქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა. ხვიჩა კვლავ დიდებულად გაისარჯა და ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა - 9 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პოლიტანოს დარტყმული
ბურთი მეკარე მუსომ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა. ბოლოს მუსომ კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ატალანტა“ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ცალკარა თამაში წავიდა, ოსიმენმა „მაკრატელათი“ ვერ გაიტანა, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ორჯერ ვერ უწია მიზანს, მესამე ცდიდან კი, როდესაც ოსიმენის პასი მიიღო, მეურვეები გააბითურა და ბერგამოელთა კარი დალაშქრა. ქართველმა ყველაზე მძიმე მომენტში კვლავ გატეხა მეტოქე. სპალეტიმ სიამოვნებისგან ხელები გაშალა, ხოლო ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გაიხარა. 77-ე წუთზე რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (59), 2:0 რაჰმანი (77)

მკითხველის კომენტარები / 55 /
ყველაზე საჭირო დროს, ყველაზე ლამაზი გოლი შეაგდო..უკვე მერტამდენედ ვუცქირე და არ მომნწყინდა..
საბა
11 მარტი 2023 23:15
0
მეორედ მოსვლის წინ ქართველი მარადონა გამოჩნდებაო ასეთი წინასწარმეტყველება ყოფილა. კვარადონა ხომ არ იგულისხმებოდა?
ზაზა
12 მარტი 2023 02:30
4
ჩემთვის ეს მარგალური ფენომენია,მარგალური გენი,ჩემთვის კი არა რეალურად ასეა,დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნური,ფურცელზე დაწერილი.
გაუმარჯოს ხვიჩას,გაუმარჯოს საქართველოს ნაკრებს ხვიჩას წინამძღოლობით
MARGALONA
12 მარტი 2023 01:07
3
სამეგრელო არის საქართველოს ბრაზილია და არგენტინა, ფეხბურთი იმენა მეგრელების თამაშია ფეხბურთში ყველაზე გიჟები მეგრელები არიან. ყოველთვის ვიცოდი რომ ბოლოს მეგრელი გვიშველიდა მაინც ამდენი ვაიუბედურების მერე, როცა ავადმყოფები ქართული ფეხბურთის დამარხვას და დინამოზე კარტოფილის დათესვას ითხოვდნენ. სამეგრელო ყველაზე საფეხბურთო კუთხეა საქართველოში იმის მიუხედავად რომ დანარჩენი საქართველოდან პაიჭაძე მესხი მეტრეველი ყიფიანი და ქინქლაძე გვყავდნენ. აფხაზეთი - სამეგრელო ფეხბურთის მიწა იყო ყოველთვის
Diego
12 მარტი 2023 04:12
10
ხვიჩას მთელი მსოფლიო აქებს მაგრამ 1 დეტალი ყველას ავიწყდება. 70 წუთს ათამაშებდა სულ სპალეტი მერე ცვლიდა და მაგ 70 წუთში აკეთებდა ყველაფერს მერე უკვე მოთავებული ქონდა საქმე რომ გადიოდა მინდვრიდა . არადა მაგას აძახებდნენ მანამდე ვიღაცეები სულ, რათ გვინდა 70წუთიანი მოთამაშეაო თან ქართველიაო. ხოდა მაგ 70 წუთიანი თამაშებით ხდება ჩემპიონი ნაპოლიში ეხლა თან ლიდერობს სტატისტიკაში. ესეიგი, ნათამაშები მატჩების კი არა სათამაშო წუთების მიხედვით რომ გამოუთვალონ მისი სტატისტიკა შესაძლოა სულაც 1ელია მსოფლიოში ეხლა)). აი ეგ არის "ქართველი.")) ბიძია. გადაახიათ ეგ "70 წუთი." თავზე. ამასაც ხომ მოხერხება უნდა, ყოფილა ისტორიაში ასეთი პრეცენდენტი საერთოდ? მაგრამ სპალეტი ჭკვიანია ეხლა 80 წუთამდე აიყვანა, ნელ ნელა აიყვანს 120 წუთამდე და მერე რა გეშველებათ წიოკი მერე ნახეთ
x.
11 მარტი 2023 23:15
4
ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება რომ იცოდე.
w
12 მარტი 2023 09:46
0
ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება რომ იცოდე.
w
12 მარტი 2023 09:46
0
ის ერთი ვინ იყო აკრობატულად რო გაცურდა თუ მოცურდა მინდორზე? :))))
გიორგი
11 მარტი 2023 23:11
3
ხვიჩას გოლი არ იყი მისი, ან ნაპოლის, ან სერია ა-ს, ან თუნდაც ევროპის ჩემპიონატებში გატანილი რიგითი, ჩვეულებრივი გოლი!
ეს იყო გოლი რაც ფეხბურთის მოყვარულებს უდიდეს სიამოვნებას, სიხარულს, ბედნიერებას ანიჭებს!
ხვიჩა ეკუთვნის თავის თავს, მის ოჯახს, გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებს, მაგრამ ის უკვე მარტო ჩვენია აღარაა! ის ეკუთვნის ნებისმიერს (და არა მარტო საქართველოში ან იტალიაში) რომელიც დღეებს, საათებს, წუთებს ითვლის, რომ კვლავ დატკბეს იმ ფეხბურთის ყურებით სადაც კვარა თამაშობს!
თემური
12 მარტი 2023 12:00
0
რუბინში რო თამაშობდა მაშინ ვიპოვე იქიდან ვაქებდი, და ეხლა რასაც აკეთებს სასწაულია, მისგან გამოვყოფდი ორ გოლს ერთი ლაციოს რომ გაუტანა გასვლაზე და მეორე ატალანტას, სასწაული ბურთის ფლობა და ხედვა აქ მინდვრის, ოსიმენს იუვენტუსთან პასი რომ გაუკეთა თავზე იტყვი თეფშით მიართვაო. . საწყენი ის გვაქ ჩართავ სპორტულ არხებს და რაღაც ჩემპიონატებს აჩვენებენ, ამ სილამაზეს ბავშვებმა უნდა უყურონ რომ კიდევ უფრო უკეთესები აღიზარდონ.. რუსულ არხებზე ღრიალი გაუდით კომენტატორებს და ჩვენ კიდევ საიტებზე უნდა ვეძიოთ რომ ასეთ ლამაზ თამაშებს უყუროთ... საწყენია უფასოდ უცხო ქვეყნები თამაშს აჩვენებენ და შენ ამ დროს შენი ქვეყნის ვარსკვლავს ვერ უყურებ თუ არ გადაიხადე
კახა
12 მარტი 2023 12:25
1
მე მაგთის ინტერნეტი მაქვს და მის ინტერნეტ ტელევიზიაში,სამი სეტანტას არხიც არის.იქ აჩვენებენ,იტალიის,საფრანგეთის,ინგლისის,გერმანიის,ნბა-ს ჩემპიონატებს,ჩოგბურთის და უწესო ბრძოლებს.აგრეთვე ფორმულა ერთს და ნჰლ ჰოკეის ლიგის თამაშებს.კომენტარი,შენი არჩევანითაა.უკრაინულ,ინგლისურ,ქართულ და რუსულ ენებზეა.
სოსო
12 მარტი 2023 14:04
0
ყველა კომენტარზე ორი დისლაიკია, ერთი დავუშვათ სანაიაა და მეორე რომელი ხარ გამოჩნდი)))
მამუკა
11 მარტი 2023 23:56
13
გაუდო კარგად ხვიჩამ და რუსეთუმეები იქნებიან :)))
Nika
12 მარტი 2023 02:01
13
ზოგიერთი შემთხვევითი გულშემატკივრისგან განსხვავებით მადლობა ოსიმენს რომელმაც ბრძოლაში მოიგო ბურთი და ხვიჩას დროულად მიაწოდა.
ვა რა დონეა
12 მარტი 2023 12:00
0
არა არა არის ეს ჩვენი სპორტი,,,))))
რამე ახალი ხომ არ მოვიგნოთ
ჯონი
12 მარტი 2023 01:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული