ქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა. ხვიჩა კვლავ დიდებულად გაისარჯა და ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა - 9 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პოლიტანოს დარტყმული
ბურთი მეკარე მუსომ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა. ბოლოს მუსომ კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ატალანტა“ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ცალკარა თამაში წავიდა, ოსიმენმა „მაკრატელათი“ ვერ გაიტანა, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ორჯერ ვერ უწია მიზანს, მესამე ცდიდან კი, როდესაც ოსიმენის პასი მიიღო, მეურვეები გააბითურა და ბერგამოელთა კარი დალაშქრა. ქართველმა ყველაზე მძიმე მომენტში კვლავ გატეხა მეტოქე. სპალეტიმ სიამოვნებისგან ხელები გაშალა, ხოლო ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გაიხარა. 77-ე წუთზე რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (59), 2:0 რაჰმანი (77)

მკითხველის კომენტარები / 55 /
აი, იცით რატომ ვცემ მეგრელებს დიდ პატივს?
საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით,
ყველაზე გამტანი ხალხია!

იცით რისი თქმა მინდა!
ხვიჩა ხომ მეგრელია!
ხოდა გამტანია და გააქვს!

შემოგევლე ხვიჩა!
მადლობა იმ წუთებისთვის რომელსაც გვჩუქნი!
ფშაველი
11 მარტი 2023 23:56
4
ყველა კომენტარზე ორი დისლაიკია, ერთი დავუშვათ სანაიაა და მეორე რომელი ხარ გამოჩნდი)))
მამუკა
11 მარტი 2023 23:56
13
გაუდო კარგად ხვიჩამ და რუსეთუმეები იქნებიან :)))
Nika
12 მარტი 2023 02:01
13
გააგიჟებს ეს კაცი ნაპოლის და სრულიად იტალიას თავისი ევროპიანად. სხვათაშორის დღეს ოსიმენი ძალიან ჩვეულებრივი 9 ნომერი იყო. ხვიჩა კი ძალიან აქტიური. კიდევ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ გარღვევაზე არ გაყავთ, პასს გვერდით ხაზთან აძლევენ და ისიც იძულებულია ხანდახან ბურთი უკან დააბრუნოს. ნახეთ რა ქნა ოსიმენიმ რომ გარღვევაზე გაიყვანა?
ჟორა
11 მარტი 2023 23:55
1
22 წლისაა და მგონი უკვე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, წელს დიდი ალბათობით სერია ა საუკეთესო გახდება, შეიძლება ოქროს ბურთის ხუთეელში შევიდეს, მიაწექი ჩვენო გმირო!!!
მინდია
11 მარტი 2023 23:53
2
დარასელიას გოლი გამახსენდა...ხვიჩა სიამაყე ხარ ჩვენი,ნეაპოლი ჭკუიდან გადავიდა მგონი ამ საღამოს)))
გიუშა
11 მარტი 2023 23:51
1
სტადიონზე გადაღებული ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=iNaK0JFSCjU
ქ. გ.
11 მარტი 2023 23:50
0
გენაცვალე ჯიგარში! სხვა რა დავწერო
soso
11 მარტი 2023 23:44
1
რუსეთუმეებო, გინდოდათ რუსეთში, ლოკომოტივში და რუბინში ამოგეკეტათ, ვერ მოგართვით, ჩვენ ევროპა გვინდა
ზაზა
11 მარტი 2023 23:32
23
შენ გენაცვალე, ჩვენო ბრილიანტო!
თავი სიზმარში მგონია, ეს რას მოგვასწრო, ამ დალოცვილმა ბიჭმა.
ბრწყინავს ქართული ნიჭი და გენი!
დიდება, დიდება, დიდება საქართველოს!!!
ლევანი
11 მარტი 2023 23:20
2
გიჟია ეს ბიჭი, გადარეული! წლის გოლი გაიტანა სერია ა_ში.
irakli81
11 მარტი 2023 23:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული