ქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა. ხვიჩა კვლავ დიდებულად გაისარჯა და ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა - 9 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პოლიტანოს დარტყმული
ბურთი მეკარე მუსომ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა. ბოლოს მუსომ კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ატალანტა“ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ცალკარა თამაში წავიდა, ოსიმენმა „მაკრატელათი“ ვერ გაიტანა, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ორჯერ ვერ უწია მიზანს, მესამე ცდიდან კი, როდესაც ოსიმენის პასი მიიღო, მეურვეები გააბითურა და ბერგამოელთა კარი დალაშქრა. ქართველმა ყველაზე მძიმე მომენტში კვლავ გატეხა მეტოქე. სპალეტიმ სიამოვნებისგან ხელები გაშალა, ხოლო ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გაიხარა. 77-ე წუთზე რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (59), 2:0 რაჰმანი (77)

მკითხველის კომენტარები / 55 /
ნეტა სახლში არ მიშლიდნენ, როგორც მარადონა ბობოქრობს, კვარაცხელიას, მეც ისე ვიყვირო. ))))))
100%
11 მარტი 2023 23:19
2
ხვიჩას მთელი მსოფლიო აქებს მაგრამ 1 დეტალი ყველას ავიწყდება. 70 წუთს ათამაშებდა სულ სპალეტი მერე ცვლიდა და მაგ 70 წუთში აკეთებდა ყველაფერს მერე უკვე მოთავებული ქონდა საქმე რომ გადიოდა მინდვრიდა . არადა მაგას აძახებდნენ მანამდე ვიღაცეები სულ, რათ გვინდა 70წუთიანი მოთამაშეაო თან ქართველიაო. ხოდა მაგ 70 წუთიანი თამაშებით ხდება ჩემპიონი ნაპოლიში ეხლა თან ლიდერობს სტატისტიკაში. ესეიგი, ნათამაშები მატჩების კი არა სათამაშო წუთების მიხედვით რომ გამოუთვალონ მისი სტატისტიკა შესაძლოა სულაც 1ელია მსოფლიოში ეხლა)). აი ეგ არის "ქართველი.")) ბიძია. გადაახიათ ეგ "70 წუთი." თავზე. ამასაც ხომ მოხერხება უნდა, ყოფილა ისტორიაში ასეთი პრეცენდენტი საერთოდ? მაგრამ სპალეტი ჭკვიანია ეხლა 80 წუთამდე აიყვანა, ნელ ნელა აიყვანს 120 წუთამდე და მერე რა გეშველებათ წიოკი მერე ნახეთ
x.
11 მარტი 2023 23:15
4
ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება რომ იცოდე.
w
12 მარტი 2023 09:46
0
ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება რომ იცოდე.
w
12 მარტი 2023 09:46
0
ყველაზე საჭირო დროს, ყველაზე ლამაზი გოლი შეაგდო..უკვე მერტამდენედ ვუცქირე და არ მომნწყინდა..
საბა
11 მარტი 2023 23:15
0
ის ერთი ვინ იყო აკრობატულად რო გაცურდა თუ მოცურდა მინდორზე? :))))
გიორგი
11 მარტი 2023 23:11
3
ყოჩაღ ჩვენო ბიჭო,საუცხოო შესრულება,საუცხოო გოლით
ზაზა
11 მარტი 2023 23:07
2
“ჩვენმა ხვიჩამ მისცა ფრთები ნაპოლს ცაში ასაფრენად” :))) კვარა გენაცვალეეე❤️ გილოცავთ!!! უმაგრესი გოლიიი!!!
გულშემატკივარი
11 მარტი 2023 23:06
0
“ჩვენმა ხვიჩამ მისცა ფრთები ნაპოლს ცაში ასაფრენად” :))) კვარა გენაცვალეეე❤️ გილოცავთ!!! უმაგრესი გოლიიი!!!
გულშემატკივარი
11 მარტი 2023 23:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული