ქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა. ხვიჩა კვლავ დიდებულად გაისარჯა და ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა - 9 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პოლიტანოს დარტყმული
ბურთი მეკარე მუსომ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა. ბოლოს მუსომ კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ატალანტა“ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ცალკარა თამაში წავიდა, ოსიმენმა „მაკრატელათი“ ვერ გაიტანა, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ორჯერ ვერ უწია მიზანს, მესამე ცდიდან კი, როდესაც ოსიმენის პასი მიიღო, მეურვეები გააბითურა და ბერგამოელთა კარი დალაშქრა. ქართველმა ყველაზე მძიმე მომენტში კვლავ გატეხა მეტოქე. სპალეტიმ სიამოვნებისგან ხელები გაშალა, ხოლო ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გაიხარა. 77-ე წუთზე რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (59), 2:0 რაჰმანი (77)

მკითხველის კომენტარები / 55 /
შენ გენაცვალე, ჩვენო ბრილიანტო!
თავი სიზმარში მგონია, ეს რას მოგვასწრო, ამ დალოცვილმა ბიჭმა.
ბრწყინავს ქართული ნიჭი და გენი!
დიდება, დიდება, დიდება საქართველოს!!!
ლევანი
11 მარტი 2023 23:20
2
გიჟია ეს ბიჭი, გადარეული! წლის გოლი გაიტანა სერია ა_ში.
irakli81
11 მარტი 2023 23:20
2
ეს რა ქნა!!! ულამაზესი გოლი!!!მარტშიც საუკეთესო იქნება ჩვენი ხვიჩა სერია ა-ში
დავით 67
12 მარტი 2023 03:10
0
გიორგი
12 მარტი 2023 07:35
0
გიორგი
12 მარტი 2023 07:35
1
ეს ასაკით პატარა ბიჭი, ცხოვრების ხარისხს უუმჯობესებს საქართველოში მყოფ და ქვეყნის გარეთ ხალხს. ბრავო ხვიჩა. ეგრე განაგრძე ღირსეულად, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. დანარჩენი ჩვენც აქ ვართ, შენს გვერდით :)
Franken
12 მარტი 2023 01:44
0
“ჩვენმა ხვიჩამ მისცა ფრთები ნაპოლს ცაში ასაფრენად” :))) კვარა გენაცვალეეე❤️ გილოცავთ!!! უმაგრესი გოლიიი!!!
გულშემატკივარი
11 მარტი 2023 23:06
2
ოქრო ოქროო ოოოქროოოააა ეს ბიჭიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გეგი
12 მარტი 2023 02:50
1
ყოჩაღ ჩვენო ბიჭო,საუცხოო შესრულება,საუცხოო გოლით
ზაზა
11 მარტი 2023 23:07
2
კვარა არის თანამედროვე ფეხბურთის ზევსი. მისმა ერთმა ელეგანტურმა მოძრაობამ თითქოს მეხის ეფექტი გამოიწვია და საბრალო ატალანტას მცველები ერთდროულად დასცა მწვანე მინდორზე. დედამიწის ყველა დასახლებულ ადგილზე ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებს აყურებინეთ ხვიჩას ეს გოლი და ისინი ფეხბურთის ყველაზე დიდი მყვარებლები გახდებიან.
Charley
12 მარტი 2023 01:28
1
მოკლედ და კონკრეტულად: ხვიჩამ ბერგამოელ მოთამაშეებს ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა!
მწრთვნელი
12 მარტი 2023 00:53
0
რვა კაცს აცეკვა ცეკვა ქართული ??????????? თან თამაშობს, თან ცეკვავს ტანც-კვარა
???????????????
12 მარტი 2023 00:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული