"კვარაცხელია ზეციური სინათლის ანარეკლია" - გაეცანით ხვიჩას შეფასებებს

AutoSharing Option
"ატალანტასთნ" მოგებულ საშინაო მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, გოლი გაიტანა და ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - Whoscored-მა 8.61 დაუწერა, Sofascore-მ კი - 8.

მატჩის მიმოხილვაში ნეაპოლური კლუბის საიტმა ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"კვარაშოუ - ზეციური სინათლის ანარეკლი "მარადონას" მე-60 წუთზე ანათებს. კვარაცხელია ვარსკვლავურ ორბიტაზე შედის, მეურვეებს იცილებს, ბურთი ხავერდოვანი მოძრაობით მარჯვენა ფეხზე გადააქვს და მთელი დინამიკითა და სიძლიერით ულამაზეს გოლს იტანს, რომელიც როგორც თანამედროვე, ასევე რომანტიკულ ფეხბურთს მოგაგონებთ და ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია.

ასე იხსნება
შეხვედრაში ანგარიში, კლასიკური პორტრეტითა და სულისშემძვრელი სანახაობით. "ატალანტამ" ქართველს ორჯერ არ გატანინა, ვიდრე მან მათ კარს გასაღები არ მოუძებნა. საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე რაჰმანიმ უპირატესობა გაზარდა. "ნაპოლიმ" გამარჯვება დაიბრუნა და სტადიონის ძახილი სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება, როდესაც ვუნდერკინდი იბადება. ეს "კვარას" ნათებაა - ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ცისფერ ცაში".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ასეთ მგზნებარე ლაიქებს, ყველგან მარტი თითო დისლაიქი დაყვება. საინტერესოა, ნეტავ ვინ იქნება, ვახუშტი სანაიას გარდა.
ტიტე
20:50 17-03-2023
0
ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე დავწერე პოსტი,"დიეგო მარადონას რომ ენახა ხვიჩას თამაში,თავისი ხელით ჩააცმევდა 10 ნომრიან მაისურს მეთქი"და არც შევმცდარვარ, ამ საკითხზე უკვე ნეაპოლშიც ფიქრობენ!რა ბედნიერებაა!არც კი ვიცი როგორი სიტყვებით გითხრა ხვიჩა,მე მგონია შენ ყველაზე უკეთ მიხვდები რისი თქმაც მსურს,ახლა შენი დროა,დაუმტკიცე ყოველ თამაშში ნეაპოლს რომ მარადონას 10 ნომრიან მაისურს თუ ვინმე იმსახურებს ეს შენა ხარ!!!
ზაზა
21:11 12-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული