მამარდაშვილმა მეხუთედ შეინახა კარი მშრალად - "ვალენსიამ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილს სამუშაო თითქმის არ ჰქონია და ამ სეზონში მეხუთედ შეინახა კარი მშრალად.

მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და კლუივერტმა შესანიშნავი გოლით დააწინაურა. მან ამ სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. შემდეგ ლინოს გატანა სტუმართა მეკარე ერერამ არ დაანება. 89-ე წუთზე კი დავიდ გარსიამ საკუთარ საჯარიმოში კორეა წააქცია, ვიდეოგამეორების ნახვის მერე მსაჯმა პენალტი დანიშნა და დუროს დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

„ვალენსია“ 26 ქულით ამ მომენტისთვის მე-16 ადგილზეა და 19
მარტს გასვლაზე „ატლეტიკოს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“. 37 762 მაყურებელი
ვალენსია - ოსასუნა 1:0
გოლი: კლუივერტი (74)
გამოუყენებელი პენალტი: დურო (90+2)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კლიუვერტი კარგი ბიჭი ყოფილა, მამამისს არ არცხვენს!
ვაჟა მასწავლებელი
02:04 12-03-2023
2
ყოჩაღ პატრიკიჩ
Juve
05:37 12-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული