ხვიჩას ღირსეული საქციელი! "კვარამ" ოსიმენი ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ გაამხნევა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტა" 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია 8 ბერგამოელის წინააღმდეგ წავიდა გამწვავებაზე და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

ქართველის მორიგმა შედევრმა, რა თქმა უნდა, გაგვახარა, თუმცა ერთი მომენტი ბევრს გამორჩა.

მოგეხსენებათ, მოედანზე ხვიჩას ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქტორ ოსიმენია, ნიგერიელი ფორვარდი "კვარას" ყოველთვის ამხნევებს, არც ინტერვიუებში ემალება "კვარას" შექებას და ჩინებული საგოლე მოქმედების შემდეგ აპლოდისმენტებითაც აჯილდოებს.

ოსიმენმა "ატალანტასთან" შეხვედრაში თავი ისე ვერ გამოიჩინა, როგორც მას სჩვევია, რის გამოც მოედნიდან გასვლის შემდეგ წვივსაფარი მოიხსნა და განერვიულებულმა მთელი ძალით მოედანზე დააგდო...
ეს კადრი ოპერატორებმაც დაიჭირეს... როდესაც ხვიჩას თამაში არ მისდის, მისი პირველი დამცველი ლუჩანო სპალეტი და ვიქტორი არიან, დღევანდელ შეხვედრაში კი ჩაგდებული მატჩის შემდეგ ნიგერიელი ფორვარდი "კვარამ" გაამხნევა.

ესაა სწორედ ის დამოკიდებულება, რომელსაც "ნაპოლი" საოცნებო შედეგემადე მიყავს...

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ჩაგდებული თამაში? ერთერთი საუკეთესო იყო და საგოლე პასიც მან გაუკეთა ხვიჩას.
irakli81
11:39 12-03-2023
1
არაფერიც არ ჩააგდო. ასისიტი აბა მე გავაკეთე? ყველა თამაში გოლის გატანა უნდა და მომთხოვნია თავის თავთან. ძალიანაც კარგი თუ თვითონ ასე სთხოვს თავის თავს. წარმატებას ვუსურვებ ოსიმენს.
G.LA
12:11 12-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული