ხვიჩას ღირსეული საქციელი! "კვარამ" ოსიმენი ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ გაამხნევა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტა" 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია 8 ბერგამოელის წინააღმდეგ წავიდა გამწვავებაზე და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

ქართველის მორიგმა შედევრმა, რა თქმა უნდა, გაგვახარა, თუმცა ერთი მომენტი ბევრს გამორჩა.

მოგეხსენებათ, მოედანზე ხვიჩას ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქტორ ოსიმენია, ნიგერიელი ფორვარდი "კვარას" ყოველთვის ამხნევებს, არც ინტერვიუებში ემალება "კვარას" შექებას და ჩინებული საგოლე მოქმედების შემდეგ აპლოდისმენტებითაც აჯილდოებს.

ოსიმენმა "ატალანტასთან" შეხვედრაში თავი ისე ვერ გამოიჩინა, როგორც მას სჩვევია, რის გამოც მოედნიდან გასვლის შემდეგ წვივსაფარი მოიხსნა და განერვიულებულმა მთელი ძალით მოედანზე დააგდო...
ეს კადრი ოპერატორებმაც დაიჭირეს... როდესაც ხვიჩას თამაში არ მისდის, მისი პირველი დამცველი ლუჩანო სპალეტი და ვიქტორი არიან, დღევანდელ შეხვედრაში კი ჩაგდებული მატჩის შემდეგ ნიგერიელი ფორვარდი "კვარამ" გაამხნევა.

ესაა სწორედ ის დამოკიდებულება, რომელსაც "ნაპოლი" საოცნებო შედეგემადე მიყავს...

მკითხველის კომენტარები / 7 /
უჩა ვიქტორ ოსიმჰენი კაცური კაცია და უკვე ჩვენი ძმაა ხვიჩა კვარასთან მეგობრობის გამო!
ვაჟა მასწავლებელი
13:40 12-03-2023
1
სიმართლე ერთია
კვარამ დიდებით გადაუსწრო ოსის,
ეგაც ადამიანია, თან ბავშვია ჯერ,
კვარამ მაგრად ითამაშა, მაგას არ გამოუვიდა( ყველა თამაშს ვერ ითამაშებ)
და, ცოტა შეშურდა კიდეც
თენგო
12:59 12-03-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული