"ნამდვილი ჯორჯ ბესტია" - კვარაცხელიას ზღაპრულ გოლზე გამოხმაურებები არ წყდება

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" სახლში "ატალანტა" 2:0 დაამარცხა."პარტენოპეის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ადანი გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენებური ჩორჩს ბესტს შეადარა.

კვარაცხელიას გოლის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა ნამდვილი ჯორჯ ბესტია!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "კვარას" ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

"ნაპოლი" 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტს" უმასპინძლებს, ხოლო
19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
გოლი მართლაც ზღაპრული იყო. ეს შედევრი იმიტომ გაკეთდა, რომ გადაცემისთვის გახსნილმა ხვიჩამ ბურთი მოძრაობაში მიიღო, მოძრაობდა დაცვაც, რომლებმაც ქაოტურად დაიწყეს დაცვის ხაზის გამაგრება, ასეთი გარემო კი ხვიჩასთვის ისეა, როგორც წყალი თევზისთვის. სწორედ ამას ვერ ამჩნევს სპალეტი და არ მიუთითებს თავის ფეხბურთელებს, ხვიჩას გახსნილს მოძრაობაში მიაწოდონ ბურთი. თუ არა რა გამოდის? ხვიჩას წინ მეურვე ყოველთვის უდგას, მიაწოდებენ გაჩერებულ ხვიჩას ბურთს და ამასობაში მის წინ მეორე მცველი ჩნდება, ხვიჩაც იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს.
ჟორა გაბრიჭიძე
12 მარტი 2023 15:58
0
სპალეტიზე მეტი რომ იცოდე მინიმუმ შუქურას მწვრთნელად მაინც იმუშავებდი ტოო
MARGALONA
12 მარტი 2023 18:30
21
ძალიან სწორი შენიშვნა! გეთანხმები. უქნებ იყურება ვინმე იტალიიდან აქ მიჩენილი და იყის ესეც : for Mr. Spaletti and Napoli staff: Attensione :) great recommendation and idea for u
კაპიტან გარდენბურგი
12 მარტი 2023 18:41
1
ყველა გამოხმაურება
ჯორჯ ბესტიო?!მაშინ მაგის წამალი,რეზო ძოძუაშვილი იყო.ძალიან,ძალიან მაგარი ფეხბურთელი,მაგრამ ხვიჩას, ვერც ბატონი რეზო შეაჩერებდა,ბესტისაგან განსხვავებით.
სოსო
12 მარტი 2023 12:40
5
ჯორჯ ბესტ,იმ თამაშს,პირდაპირ რეპორტაჟში ვუყურე და მახსოვს,როგორ გაჰკიოდნენ ქალები,შენ რომ ბურთს მიიღებდი.ისიც მახსოვს,ფინტებით რომ ცდილობდი,დაცვის მოტყუებას,მაგრამ ისიც კარგად მახსოვს,ძოძუაშვილმა,არაფერი რომ არ შეგაქმნევინა,მხოლოდ ზოგადი ზეწოლით კი,გოლი არ გადის და ვერც ირლანდიელებმა გაიტანეთ.
სოსო
12 მარტი 2023 14:35
1
არავის უხარია,მის პოსტზე დასმული დისლაიქები,მაგრამ ამ შემთხვევაში,მე მართლაც გულით გამიხარდა.ხვიჩას ტალანტში რომ საქართველოში არავის ეპარება ეჭვი,ეგ ხომ ცხადზე უცხადესია და ეს დისლაიქები იმას ნიშნავს,რომ ამ ადამიანებს,კარგად ახსოვთ,რევაზ ძოძუაშვილის თამაში და მისი ფასიც, ძალიან კარგად იციან.
სოსო
12 მარტი 2023 13:47
0
ყველა გამოხმაურება
ბერძნებმა, არგონავტების დახმარებით კოლხეთიდან "ოქროს საწმისი" მოიპოვეს - ეს ხომ სიმართლეა!? რომაელებმა კი ნეაპოლელი იტალიელების დახმარებით კოლხეთიდან "ხვითო კუჩხი" ("ოქროს ფეხი") მოიპოვეს ხვიჩა-კოჩის სახით!!! ჯერ სადა ხართ და სადა ვართ. ეს კაცი - საქართველოს დიდებული შვილი, ქართველებს ბოლო ომების წაგებისა და დიდი სახელმწიფოების მიერ დაჩაგვრის შემდეგ დაკარგულ "გამარჯვებულის მენტალიტეტს" გვიბრუნებს!!!
ვაჟა მასწავლებელი
12 მარტი 2023 13:33
11
მომავალ სეზონშიც იქნება შედარებები ლეგენდა ფეხბურთელებზე და შემდეგში მიხვდება ყველა, რომ ეს ხვიჩაა შეუდარებელი.
G.LA
12 მარტი 2023 13:38
3
არც ბესტია, არც მარადონა, არც მესი...... კვარაა...კვარაააა.....
ბებო
12 მარტი 2023 17:53
0
ბესტს აღნაგობითაც გავს,არასტანდარტული ქმედებებით,ქარიზმით და რაც მთავარია ძალიან ბევრ ხალხს მოწონდა და უყვარდა მათ შორის მოწინააღმდეგე გუნდების გულშემატკივრებსაც.
ამაშია საქმე
12 მარტი 2023 15:38
2
პატივცემულო ვაჟა მასწავლებელო, მათ ოქროს საწმისი კი არ მოიპოვეს, არამედ მოტყუებით მ ო ი პ ა რ ე ს.... გაუმარჯოს კვარას და ქართულ გენს...
გიორგი-50
12 მარტი 2023 15:22
2
კვარა ტიტანი და სასჯელია სერია ას მცველების. გუშინაც ვწერდი აქ და სულ ვამბობ კვარას მიეცი თავისუფლება შეტევის მთელ პერიმეტრზე და ის ასეთ შედევრებს შექმნისთქო. ხვიჩა ფეხბურთის კანონებს ეწინააღმდეგება. წარმოუდგენელია ამ გაქანების მოთამაშე ფლანგზე "გამოკეტო", სიღრმეში შეიწევა და იქ გაგირღვევს მეტოქის "ჩაბეტონებულ" დაცვას . ან კონტრშეტევაზე ასეთ ჯადოქრობებს მოიფიქრებს და მომენტალურად მის წინაშე მდგარი მოწინააღმდეგე დაცვის ეშელონი უბრალოდ აღარ არსებობს.
Charley
12 მარტი 2023 15:30
1
ქართველი ევროპელი... გენიოსია
გლორია
12 მარტი 2023 18:22
9
არადა ამ დროს ნამდვილი კვარაცხელიაა,კვარაააააააა.
თერჯოლელი
12 მარტი 2023 13:23
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული