"ნამდვილი ჯორჯ ბესტია" - კვარაცხელიას ზღაპრულ გოლზე გამოხმაურებები არ წყდება

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" სახლში "ატალანტა" 2:0 დაამარცხა."პარტენოპეის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ადანი გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენებური ჩორჩს ბესტს შეადარა.

კვარაცხელიას გოლის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა ნამდვილი ჯორჯ ბესტია!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "კვარას" ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

"ნაპოლი" 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტს" უმასპინძლებს, ხოლო
19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მომავალ სეზონშიც იქნება შედარებები ლეგენდა ფეხბურთელებზე და შემდეგში მიხვდება ყველა, რომ ეს ხვიჩაა შეუდარებელი.
G.LA
12 მარტი 2023 13:38
3
ბერძნებმა, არგონავტების დახმარებით კოლხეთიდან "ოქროს საწმისი" მოიპოვეს - ეს ხომ სიმართლეა!? რომაელებმა კი ნეაპოლელი იტალიელების დახმარებით კოლხეთიდან "ხვითო კუჩხი" ("ოქროს ფეხი") მოიპოვეს ხვიჩა-კოჩის სახით!!! ჯერ სადა ხართ და სადა ვართ. ეს კაცი - საქართველოს დიდებული შვილი, ქართველებს ბოლო ომების წაგებისა და დიდი სახელმწიფოების მიერ დაჩაგვრის შემდეგ დაკარგულ "გამარჯვებულის მენტალიტეტს" გვიბრუნებს!!!
ვაჟა მასწავლებელი
12 მარტი 2023 13:33
11
არადა ამ დროს ნამდვილი კვარაცხელიაა,კვარაააააააა.
თერჯოლელი
12 მარტი 2023 13:23
2
ჩორჩ ბესტი ვინაა?))) პახმელიაზე ხო არ ხართ?)))
ირაკლი
12 მარტი 2023 13:16
7
პახმელიაზე გუშინ იყო დღეეს უკან შებრუნდა
skaro
13 მარტი 2023 00:08
0
ჯორჯ ბესტიო?!მაშინ მაგის წამალი,რეზო ძოძუაშვილი იყო.ძალიან,ძალიან მაგარი ფეხბურთელი,მაგრამ ხვიჩას, ვერც ბატონი რეზო შეაჩერებდა,ბესტისაგან განსხვავებით.
სოსო
12 მარტი 2023 12:40
5
სოსო-ს
ახლა ნამეტანსაც ნუ იზამ.შენს კომენტარში ირლანდიელები ლაციო-თი რომ შევცვალოთ ან ინტერი-თ და ძოძუაშვილი მარუშიჩით ან შკრინიარით ეგეც ხომ შეესაბამება სიმართლეს
დავითი
13 მარტი 2023 11:31
0
მაგ თამაშს ვესწრებოდი, ნამდვილად ასე იყო და სწორედ თამაშმა დაამეგობრა ქართველი და ირლანდიელი. ბესტი იყო ის ფეხბურთელი, რომლისთვისაც მისი ტალანტის წყალობით, ყველაფრის უფლება ჰქონდა ყველა გუნდში, არ არსებობდა მისთვის სპორტული რეჟიმები და ყველა მწვრთნელი ამას ეგუებოდა.
თბილისელი
12 მარტი 2023 18:22
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული