"ეს სიმართლეა?! - შეუძლებელია!" - კვარაცხელიამ ლეგენდარული ვან ბასტენიც გააოგნა

AutoSharing Option
ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ახლა Ziggo Sport Voetbal-ზე სპორტულ მიმომხილველად მუშაობს.

"ნაპოლის" თამაშის განხილვისას, რა თქმა უნდა, მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურ გოლზეც გააკეთა:

"მომენტს უყურებ და ხედავ, რომ 1 ფეხბურთელი რვა მოთამაშის წინააღმდეგაა. ფიქრობ, როგორ შეიძლება აქ გოლი გავიდეს?! - ეს შეუძლებელია სიმართლე იყოს! შეუძლებელია გოლი გავიდეს, მაგრამ მან ეს გააკეთა", - თქვა ვან ბასტენმა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
მარკო ვან ბასტენი მართლაც ლეგენდარული ფეხბურთელია,მისი გაკვირვება კი მხოლოდ ფენომენებს შეუძლიათ,სხვას არავის!!!
ზაზა
12 მარტი 2023 14:11
1
ვან ბასტენს კარიერის ბოლო ხუთი წელი პელეს და პორტუგალიელი რონალდუს დონეზე აქვს ჩატარებული.თავად იყო ფენომენი.
1964 ავთო
12 მარტი 2023 14:55
4
ვინ, ვინ და ვან ბასტენმა იცის რთული გოლების გატანის ფასი.
1988 წელს სსრკ-ს კარში მისი გოლი მართლა საოცრება იყო.
სული შემიგუბდა, ისეთი ლამაზი იყო ვან ბასტენის შესრულება. :)
ბუნებრივია, რომ სულაქველიძეს და სსრკ-ს ვგულშემატკივრობდი მაშინ.

https://m.youtube.com/watch?v=q3af4QIh1oc
მიშა
12 მარტი 2023 13:56
2
ვაიმეეე... ვერ ავღწერ, თუ როგორი გახარებული ვიყავი კვარას გოლის შემდეგ. ეს იყო უბრალოდ შედევრი, ასეთს ყოველწლიურად კი არა, შეიძლება, საერთოდ ცხოვრებაში ვეღარ ნახო!!!
აი, ძალიან მაინტერესებს-რა, ესპანეთის ჩემპიონატში, microsoft-ის "მოხოდილი" კომპიუტერი რომ აკეთებს-ხოლმე გოლის გატანის ალბათობის გამოთვლას შეტევაში, კვარას შემთხვევაში რამდენ პროცენტს მისცემდა გოლის გატანს?? მეკარის და შვიდი ფეხბურთელის გარემოცვაში, ალბათ 1 ან 1.2 % მხოლოდ.
ხოდა, კვარამ ეს 1% აქცია 100%-იან გოლად.
გენაცვალე, უძალიანმაგრესი ხარ !!! ❤❤❤
ისე მაინც
12 მარტი 2023 23:01
1
ვან ბასტენი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში თუ არა ოცეულს იქით არაა, ამიტომ მაგის გაკვირვება პატარა საქმე არაა.
ჟორა
12 მარტი 2023 16:02
3
ვან ბასტენს დიდი მადლობა და გადაეცით, რომ ასე იყო ისტორიულად: ერთი ქართველი 8-10 მომხდურს უმკლავდებოდა!
ვაჟა მასწავლებელი
12 მარტი 2023 13:36
3
ბრავო,ვაჟა მასწავლებელო!საიდან მოგაგონდათ!
სოსო
12 მარტი 2023 18:29
2
ამას ამბობს ვან ბასტენი. შენ გენაცვალე ჯიგარში კვარა!! უფალი გფარავდეს!!
ირაკლი
12 მარტი 2023 13:55
1
შეუძლებელი გოლები,თვითონ,ვან ბასტენს გაჰქონდა!აი მისთვისაც შეუძლებელი გოლები კი,ხვიჩას გააქვს!
სოსო
12 მარტი 2023 13:02
1
ბასტენის დარი ლეგენდების ასე გაკვირვება მხოლოდ მარგალებს შეუძლიათ,ხვიჩამ რომ გუშინ გააკეთა ამის გაკეთება მხოლოდ მარგალებს შეუძლიათ,თუ ასე არ არის გაიმეოროს აბა ვინმემ...
ადისლაიქეთ რამდენიც გინდათ,სიმართლეს ამით ვერ შეცვლით...
MARGALONA
12 მარტი 2023 16:47
66
არ გეზარება ამდენჯერ გამეორება - მარგალი,მარგალი,მარგალი??უბრალოდ არ დაიღალე?გაგიგია ვინმესგან დავით ყიფიანი სვანებს ეძახათ - სვანია, სვანია, სვანია?გაგიგია ვინმეზე კუთხური გვარის მიხედვით ძახილი ყველგან?დაბალ კლასზე მიუთითებს ეგ, საქართველოა კვარაც, ყიფოც და ყველა, საქართველო, და არა რაღაც ერთი რომელიმე კუთხე,სადმე მანახე სადაც ხვიჩა პოსტავს მარგალი, მარგალი, მარგალი, ხვიჩა ყველგან პოსტავს საქართველო, საქართველო, საქართველო.იმ დონის პატარა არ მგონია იყო, რომ ვერ იაზრებდე ამ სისულელეს, რასაც შენ აკეთებ ყოველთვის ხვიჩას ნებისმიერი სტატიის კომენტარებში.ცოტა მეტი აზროვნება არა?
Georgian
12 მარტი 2023 19:25
2
იყვნენ საქართველოში ძალიან მაგარი ფეხბურთელებიც სხვადასხვა კუთხიდან.ამიტომ ნუ ატ-₾/&აკებ.ყველა კუთხე გამორჩეულია.
მარგალონას
13 მარტი 2023 03:48
0
ყველა გამოხმაურება
ვახ რა მარგალიტი გვყავს, ღმერთმა დაგლოცოს ხვიჩა! მარკოს რომ გოლით გააოცებ, თავად ყველა პოზიციიდან გაჰქონდა, თავით ნახტომში თუ მაკრატელები, დასაევის დაჭყეტილი თვალები. ერთი ნაც-ხლისტ ვატუტა სანაიას ვერ მოაწონა თავი
llcl
12 მარტი 2023 13:28
8
რატომ იმის მერე რაც ხვიჩამ ევროინტეგრაციას დაუჭირა მხარი დაწერა სანაიამ, "ჩემზე დიდი გულშემატკივარი, დღეის მერე არ ყავს ხვიჩასო"
გფფ
12 მარტი 2023 14:29
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული