"გადაეცეს კვარაცხელიას მარადონას 10-ნომრიანი მაისური" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა წინადადება წამოაყენა

AutoSharing Option
Napolicalciolive "ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია და Optimagazine-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჟურნალისტი პეპე იანიჩელი ნეაპოლური გუნდის მიერ ხმარებიდან ამოღებული დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის ქართველისთვის გადაცემას მოითხოვს.

10-ნომრიანი მაისური კვარაცხელიასთვის - რა ხდება?

"კვარაცხელიას მაგიამ ნეაპოლელი გულშემატკივრები ჭკუიდან გადაიყვანა. ქართველი "ატალანტასთან" თავიდან ძალიან აქტიური არ იყო, თუმცა, როგორც შეეძლო, მეტოქე პანიკაში ჰყავდა, თავისი ტალანტის ასაფეთქებლად მომენტს დაელოდა და სამი გამაოგნებელი ფინტით ბერგამოელთა ნახევარი გუნდი, მეკარე მუსოს ჩათვლით, უსაქმოდ დატოვა. ეს იყო აბსოლუტური მოქმედება, რომელიც მოგვაგონებს დიეგო
მარადონას ალღოსა და ბრწყინვალებას. "ნაპოლის" ფანები "კვარას" გამო გადარეულები არიან. იმსახურებს ხვიჩა 10 ნომერს?

Sportall.Ge

ახლა გაკვირვებული ვართ იმით, რომ ვუყურებთ ისეთ ტალანტს, რომელიც გუშინდელი და დღევანდელი ფეხბურთის სილამაზეს ერთ საერთო მთლიანობაში წარმოგვიდგენს. ზაფხულში "ნაპოლის" ტიფოზების განწყობა ოპტიმისტური არ იყო, მაგრამ ქართველმა წინასასეზონო შეკრებისას ჩატარებული ამხანაგური შეხვედრებისას მაშინვე ყველას დაანახა თავისი ნიჭი, რასაც გაგრძელება სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მოჰყვა.

დღეს ისეთებიც არიან, რომლებსაც კვარაცხელიას მარადონას 10-ნომრიან მაისურში ხილვა სურთ. ცნობილი ჟურნალისტი პეპე იანიჩელი Optimagazine-ში წერს: "მარადონას მიერ მოპოვებული ორი სკუდეტოს შემდეგ "ნაპოლი" მესამე საჩემპიონო ტიტულით გაიხარებს, რომელსაც ბეჭედს ოსიმენი და "კვარა" დაასვამენ. ხვიჩას გმირობები განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ურიგო არ იქნება, მას 10-ნომრიანი მაისური გადაეცეს, გამონაკლისის სახით, თუნდაც ერთი მატჩით. დარწმუნებული ვარ, "პიბე" ამით გაიხარებდა".

მკითხველის კომენტარები / 23 /
კვარაცხელიას რომ მოთხოვეს, რთული გვარი გაქვს და შეცვალეო, უპსუხა,თუ მე შემიყვარებენ, გვარსაც დაიმახსოვრებენო. ალბათ, იგივეს უპასუხებს ნომერზე. მოვა დრო, მისი ნომერიც ლეგენდად და ექსკლუზივად იქცევა. დაე, დარჩენ კერპები კერპებად და კვარა შექმნის ახალს!
თამთა
14 მარტი 2023 11:22
0
არაა საჭირო 10 მომერი 77 ნომრითაც მაგრა თამაშობს და უფრო მაგრაც ითამაშებს ! სამუდამოდ ნომრის გაუქმება იმას ნიშნავს რომ არავინ არ უნდა ჩაიცვას 10 ნომერი თვით მარადონაზე უკეთესადაც რომ ითამაშოს !
zura222
14 მარტი 2023 08:58
0
ვეთანხმები უმრავლესობის აზრს, არაა საჭირო 10 ნომერი ჩაიცვას, მაგრამ თუ მაინცადამაინც ასე უნდათ 7+3 ჩააცვან) უფრო ორიგინალური იქნება. ხომ ეცვა ჩილელ თავდამსხმელს ივან სამორანას 9+1.ძველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ!
დავით 67
14 მარტი 2023 04:22
0
არა 7+7-4 ჩაააცვან ასე უფრო მაგარი იქნებაა DD
zura222
14 მარტი 2023 08:56
0
მარადონას მაისური რელიქვიაა ნეაპოლში. საერთოდ ეგ თემა არც უნდა განიხილონ. ძალით რომ ჩააცვან კვარას - არ ჩაიცვამს. მალე მისი მაისური გახდება მასეთი უნიკალური
gori
14 მარტი 2023 00:49
0
კვარას და ნაპოლის სკუდეტო თითქმის განაღდებული აქვთ.აი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხოლოდ ერთ თამააში მოსულა დიეგოს მაისური ..ისე კი სეტანტა სეტე უკვე ბრენდია .
ენცო
13 მარტი 2023 21:40
0
ხვიჩა! მაპატიებ?
ვახუშტი სანაია
13 მარტი 2023 19:53
1
77 ამოიღონ მომავალში ეგ ჯობია... 7იც კი აღარ უნდა აიღოს სადაც არ უნდა გადავიდეს. 10 ნომრის ფანი რომ იყოს მაშინ გამართლებული იქნებოდა 1 თამაშით, მაგრამ კვარადონა უფრო დიდი პატივი არაა? ზედმეტი წნეbებით ნუ შეაწუხებენ ასე სჯობს.
77
13 მარტი 2023 19:07
0
ბევრი მტერი გაუჩნდება. ყველა შეცდომაზე წამოაძახებენ. წასვლა რომ მოუნდება ხელს შეუშლიან. ისედაც წნეხშია და კიდე უფრო მეტი წნეხი ექნება. არც მჯერა, რომ მაგას დათანხმდება.
ამხელა ფანატიზმი საშიშია.
მესმის ფეხბურთში ემოციები და თავად მიჭირს კონტროლი, როცა ფეხბურთს ეხება მაგრამ რაღაც ზღვარი ყველგან არსებობს.
ვისაც არ გენანებათ ამხელა წნეხისთვის 22 წლის ადამიანი, იძახეთ 10 ნომრიანი მაისური მიეცითო. სისულელეა ეგ. არც ჭირდება და თვითონ თავისი ნომრით უნდა ჩაეწეროს ისტორიაში. სხვისი და უკვე შექმნილი ლეგენდის, თან გარდაცვალილის, რომელსაც ვეღარაფერში აჯობებს, რადუნდა. კარგით რა
!!
13 მარტი 2023 17:52
0
ნამდვილად არ არის საჭირო ბევრი მიზეზის გამო. უამრავი მოწინააღმდეგე ეყოლება და ამ წესიერ კვარას ეგ არ სჭირდება და რომც მიცენ ალბათ არ ჩაიცვამს ზრდილობიანი უარით აიცილებს. კვარა თავის სიტყვას ამბობს და თავისი ხელწერა აქვს, დრო მოვა მასზეც მასე მოიქცევა მთელი ნეაპოლი, სხვისი არაფერი სჭირდება და არც არის ლამაზი....................
kaxa
13 მარტი 2023 15:24
0
10 nomeri tu chaicva agarc unda gaixados da unda bolomde napolishi darches,rac albat nakleb savaraudoa da 77 unda daitovos chemi azrit.
Givi
13 მარტი 2023 14:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული