"კვარამ" ჩემ მსგავსად გაიტანა? ვინც ამას ამბობს, მეზიზღება" - დი კანიო

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტა" 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. "კვარამ" ულამაზესი გოლი გაიტანა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები აღაფრთოვანა.

"ლაციოს" ყოფილ მეკარეს, ლუკა მარკეჯანის, ხვიჩას "შედევრმა" 1994 წელს "მილანის" კარში პაოლო დი კანიოს მიერ გატანილი გოლი გაახსენა, აღნიშნულ საკითხზე კი თავად ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმაც ისაუბრა.

"ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ვინც ამას ამბობს, ყველა მეზიზღება. იმ პერიოდში უკვე საკმაოდ ხნიერი ვიყავი.

ხვიჩამ ამ სიტუაციაში ბრწყინვალედ იმოქმედა, მცველები თავისკენ მიიზიდა, დრო თითქმის არ ჰქონდა, ტოლოი ჩამოიშორა. ეს ყველაფერი ძალიან
რბილად გააკეთა. ის გენიოსია და ჩემთან შედარება სამარცხვინოა.

ბურთს არც კი უყურებდა და ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით გააკეთა. მიუხედავად მისი სიმაღლისა, გასაოცარი დრიბლინგი აქვს", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, იტალიელი სხვადასხვა დროს "ლაციოს", "იუვენტუსის", "ნაპოლის", "მილანის", "სელტიკის", "შეფილდისა" და "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა.

altპაოლო დი კანიო: იკარდის მხოლოდ ჩაკიდებული ბურთების გატანა შეუძლია

altპაოლო დი კანიო: გეტყობათ, ძალიან გაგიკვირდათ!..

altპაოლო დი კანიოს საგანგებო წერილი საზოგადოებას

altპაოლო დი კანიო - ფეხბურთის ფაშისტი რაინდი

მკითხველის კომენტარები / 23 /
გენაცვალე ძმაო თავმდაბლობაში
ვახო.ხო
17:09 15-03-2023
0
ცხოვრებაში მიგყვება შენი კაცობა დიკანიო ის მომენტი არის მთელი ეპოქა როცა მეკარე დაშავდა და გოლის მაგიერ ბურთი ხელში დაიჭირე ჩამო საქართვლოში კაცობის სადღეგრძელო ვახტანგურად დავლოით
zurabi
10:26 14-03-2023
1

სიახლეები პოპულარული