"ნეაპოლში ნამდვილი "კვარამანიაა" გამეფებული - მალე ქალაქში ბავშვებს ხვიჩას დაარქმევენ" - "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი

AutoSharing Option
წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემის, "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მაურიციო ნიჩიტა "ნაპოლის" საკითხებში მთავარი სპეციალისტია. მან "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ძირითადად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

- როგორღაც მომიყევით, რომ ხვიჩამ ჯერ კიდევ წინასასეზონო შეკრებისას აღგაფრთოვანათ. როგორ გამოვხატოთ ის, რასაც ახლა ქართველი სჩადის?
- ზაფხულის შეკრებაზე მთებში ხვიჩამ თავისი ზუსტი დარტყმებით გამაოცა. ოფიციალურ მატჩებშიც იმავეს ვხედავთ: მისი დარტყმების შემდეგ ბურთი ან კარის ჩარჩოში მიფრინავს, ან ოდნავ სცდება მიზანს. "კვარას" მოქმედების ეფექტურობა საოცარია, ეფექტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! როდესაც ფინტით "ატალანტას" მთელი დაცვა დააწვინა, მე ემოციები ვერ
შევიკავე. ქართველის შესრულებით ფეხბურთი სიხარულია, ნამდვილი ბედნიერებაა. მე უკვე 60 წელზე მეტის ვარ, ჟურნალისტურ კარიერაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ რასაც ხვიჩა ქმნის, ძნელია რაიმეს შეადარო. თავს ჯადოქრით აღფრთოვანებულ ბავშვად ვგრძნობ.

- სეზონის წინ შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ხვიჩა სერია A-ს სეზონის ერთ-ერთი გმირი გახდებოდა?
- ნიჭიერი და პერსპექტიული რომაა, მაშინვე ჩანდა. ვარჯიშებზეც ძალიან პროფესიონალურად მუშაობდა. სპალეტის რჩევებს გულდასმით უსმენდა. სავარაუდო იყო, რომ სერია A-ს სწრაფად გაუშინაურდებოდა, მაგრამ მსგავს ფურორს, ალბათ, არავინ ელოდა.

ერთია გქონდეს დიდი ტალანტი, ხოლო სულ სხვაა, როდესაც ამას მთელი გუნდის საკეთილდღეოდ გამოიყენებ. "კვარა" ორივეს ახერხებს და კიდევ საჭიროების შემთხვევაში დაცვასაც კი ეხმარება, რაც სწორედ სპალეტიმ ასწავლა. მწვრთნელი უდავოდ ქების ღირსია: ჩვენ შეგვიძლია მოხიბლული დავრჩეთ ხვიჩათი და ვიქტორ ოსიმენით, თუმცა დღევანდელი "ნაპოლი", პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სპალეტია. თუ ჩემპიონატს მოიგებენ, ის სამუდამოდ შევა ნეაპოლური კლუბისა და მთელი სერია A-ს ისტორიაში. სპალეტი გასულ კვირაში 64 წლის გახდა და ეს იტალიურ კარიერაში მისი პირველი სკუდეტო იქნება.

Sportall.Ge

- ვინც ახლა ნეაპოლში მოხვდება, განსაკუთრებით, ცენტრსა და ესპანურ კვარტალში, დარწმუნდება, თუ რამდენად პოპულარულია კვარაცხელია: მისი მაისურები და გამოსახულებები ყველგანაა: ფოტოებზე, პატარა ქანდაკებებზე, ჭიქებზე, წინსაფრებსა და ბალიშებზე...
- დიახ, ნეაპოლში ნამდვილი "კვარამანიაა" გამეფებული! თუმცა ოსიმენის გამოსახულებაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ. ისინი სუპერპოპულარულები არიან. ბავშვები თავიანთი კერპებით საერთოდ აღფრთოვანებული არიან და ეს შესანიშნავია!

"ნაპოლის" ცნობილი გაჩემპიონებების შემდეგ ნეაპოლში ბევრ ახალშობილს დიეგო დაარქვეს. არ გამიკვირდება, თუ მალე ქალაქში პატარები გამოჩნდებიან, რომელთა სახელი ქართველის პატივისცემის ნიშნად იქნება - ხვიჩა. ისე, იტალიელთათვის, რა თქმა უნდა, ვიქტორის წარმოთქმა უფრო ადვილია! ამ მხრივ ოსიმენს "კვარასთან" უპირატესობა აქვს.
- "ნაპოლის" ჩემპიონობაში უკვე ეჭვი არავის ეპარება. რამდენად შორს შეუძლია "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს?
- ჯერ "აინტრახტი" უნდა გაიარონ, თუმცა ბევრი თვლის, რომ ეს უკვე მოხდა. ლუჩანო სწორად იქცევა, როდესაც ფეხბურთელებს აფრთხილებს, ეიფორიაში არ ჩავარდნენ, ოთხშაბათს ნეაპოლში ჩასატარებელი საპასუხო მატჩის წინ მთელი გუნდისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამჟამინდელმა "ნაპოლიმ" გერმანელებს უნდა სძლიოს, მერე კი ბევრი რამ კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული. თუ "კვარა" და კომპანია ამჟამინდელ რიტმსა და პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებენ, ნებისმიერი წილისყრისას ბევრი რამის მიღწევა შეეძლებათ.

- თქვენი თავი საჩემპიონო ზეიმისას წარმოგიდგენიათ, რომელიც ნეაპოლში მარადონას შემდეგ არ ყოფილა?
- ნეაპოლელები ცრუმორწმუნეები არიან. ეს თქვენ შეგიძლიათ შორიდან ასე ადვილად გაიმეოროთ სიტყვა "სკუდეტო", ნეაპოლში კი არ უნდათ დიადი წარმატების წინ დაითარსონ. ეჭვი არ მეპარება, ქალაქში განსაკუთრებული რეკლამის გარეშე უკვე მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბის დღესასწაულისთვის სამზადისი. ამის შესახებ ოფიციალურ დონეზე ინფორმაციამ გამოჟონა კიდეც. ჯერ არ იმჩნევენ და თავს ისე მოგაჩვენებენ, რომ სიხარული ნაადრევია. გამიჭირდება წარმოვიდგინო, რა მოხდება ქალაქში, როცა ის მოხდება, რასაც ყველა ელის. მოვლენის არაორდინარულობაში კი ეჭვი არ მეპარება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბედნიერი ერი ვართ, ასეთი ბიჭი რომ გვყავს.
ეჰ, იქნებ მოხდეს სასწაული და იმ დღეებში მეც აღმოვჩნდე ნეაპოლში... )
ILIA
14 მარტი 2023 00:22
2
დარწმუნებული ვარ ნამდვილად იქნები იქ,მაგას სასწაულს ვერ დავარქმევ,უფრო მოვლენების ლოგიკური განვითარება :-) :-)
...
14 მარტი 2023 00:42
1
მწარმატებები მაისურის ჩამოტანა არ დაგავიწყდეს :))))
გიორგი
14 მარტი 2023 01:17
3
ყველა გამოხმაურება
MM11 (M. MESKHI)→KK77!
ლაშა
14 მარტი 2023 00:36
2
კვარას ამ გოლმა, ის მომენტები გამახსენა ძველ "დინამოს" რომ ქონდა... ქართული ნიჭის ზეობა...
გიორგი - 11
14 მარტი 2023 10:42
0
საქარტველოს ისტორიას ასეთი ცნობილი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო მაშტაბით არ ყოლია.. წარმოიდგინეთ ოქროს ბურთის რეიტინგში ქართველი არასდროს არცერთ ეპოქაში არ ყოფილა.. კვარა მესი ნეიმარის და ბაპესტან ერთად რეიტინგში ამას ვინ წარმოიდგენდა.. ცოცხლალი ლეგენდაა უკვე საქართველოსი
mr
14 მარტი 2023 08:25
1
1981 წელს შენგელია მეშვიდეზე გავიდა, ჩივაძე მერვეზე და ყიფიანი მეათეზე... ეს ისტორიისთვის, თორემ კვარა ნამბა ვან გახდება...
1981
14 მარტი 2023 13:13
0
სხვა ბევრ კარგ საქმესთან ერთად, რასაც ხვიჩა აკეთებს, ერთი უნდა ავღნიშნო განსაკუთრებულად: დაახლოებით 2035-2045 წლებში საქართველოს ნაკრები იქნება უაღრესად ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, და ეს ხვიჩას დამსახურება იქნება.
მესხი-მეტრეველი-დათუნაშვილის თაობის მაგალითზე გაიზარდა მაჩაიძე-ყიფიანი-ჩივაძე-შენგელიას თაობა. შენგელიას თაობამ ფეხბურთი შეაყვარა არველაძე-ქინქლაძე-კალაძის თაობას და ა.შ.
ქ. გ.
14 მარტი 2023 05:24
1
ეს მოხერხებული იტალიელები ბავშვებსაც ხვიჩას გააკეთებინებენ, მგონია!
ლევანი
14 მარტი 2023 16:37
6
გირჩევ ნაპოლში არ ჩახვიდე თორემ ამ ბინძური,არაქართული ხუმრობისთვის შეიძლება ყურის ძირშიც მოგხვდეს.
ლევანს
14 მარტი 2023 20:25
0
იცოცხლე კარგია თქვენი სურვილი მაგრამ მაშინ საბავშო სპორტი უფასო იყო და საშუალო და ღარიბი ოჯახის ბავშვები დადიოდენ თან ჭამა სმაც იაფი ღირდა.
ქ.გ.-ს
14 მარტი 2023 20:20
0
1960-1965 წლებში მსოფლიოში როდესაც ვარსკვლავების ბუმი იყო მიშა მესხი მარცხენა ფრთაზე ნომერ პირველი იყო ხოლო სლავა მეტრეველი მარჯვენა ფრთაზე ნომერ მეორე ლეგენდარული გარინჩას შემდეგ.1960 წელს სსრკ ნაკრებმა ევროპა მოიგო სადაც სლავამ ფინალში გოლი გაიტანა ხოლო მიშამ საგოლო პასი.ანდა 1981 წლის დინამო ავიღოთ ევროპის თასი რომ ავიღეთ.ხვიჩას ჯერ რა გაუკეთებია ან რა მოუგია 8 თვეა რაც დიდი ფეხბურთის თამაში დაიწყო..
ვა რა დონეა
14 მარტი 2023 19:22
11
სტატისტიკაში 5-ანი, ფეხბურთის გაგებაში -2 .
ALONZO
19 მარტი 2023 20:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული