"ანჩელოტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ვინისიუსის ფაქტორის გათვალისწინებით, როგორ გამოიყენებს მას "რეალი" - მადრიდული გამოცემა

AutoSharing Option
ახლა ძალიან ხშირად წერენ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "რეალში" შესაძლო გადასვლაზე. Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ქართველის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა:

"კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, კარგად თამაშობს და ვიქტორ ოსიმენთან ერთად ჩინებული ტანდემი შექმნა. ისინი ძალიან ეფექტურები არიან.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად ასპარეზობენ. შეიძლება მათი სამი გუნდი ნახევარფინალში გავიდეს, რაც ევროპისთვის ძლიერი სიგნალი იქნება".

ანჩელოტის ნათქვამმა უმალ რეზონანსი გამოიწვია. Madrid Universal-ი აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული "ბლანკოსის" თავკაცის მიერ "კვარას" შექებამ სატრანსფერო აჟიოტაჟი კიდევ უფრო გააძლიეროს, რამეთუ
კარლო ხვიჩას თამაშით მოხიბლულია და პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დადებითად ახასიათებს. ანჩელოტიმ ჯერ კიდევ ოქტომბერში ისაუბრა ქართველზე: "ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როცა "ნაპოლიში" ვმუშაობდი".

მადრიდული გამოცემა შესაძლო ტრანსფერის თაობაზე წერს: "უცნობია, უბიძგებს თუ არა ანჩელოტის მხრიდან კვარაცხელიათი აღფრთოვანების გამოხატვა "სამეფო კლუბს" კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ. ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

იმის გათვალისწინებით, რომ მარცხენა ფლანგზე ვინისიუსს ადგილი აქვს "დაჯავშნილი", საინტერესოა, "ბლანკოსი" ქართველის შეძენის შემთხვევაში, როგორ აპირებს მის გამოყენებას".

Spazio Napoli ხაზს უსვამს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "კვარას" გასხვისების წინააღმდეგია, მაგრამ შეიძლება ევროპულმა კლუბებმა ისეთი თანხა შესთავაზონ, რომელიც აზრს შეაცვლევინებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მე რქც ნაპოლიში ვნახე ჩემი თვალით, გაგონილს რომ არ დავუჯერო, საცოდაობა იქნება ამ ზაფხულს ამ ქალაქის, გუნდის, გულშემატკივრის დატოვება, ჯერ ერთი წელიც არ გასულა რაც მანდა, ჩემი აზრით კარგი იქნება რომ მომავალი სეზონიც მქნდ იყოს , იგივეს ვიტყოდი ოსიმენზეც , მომქვალ წელსაც მოიგონ იტალია, და ამოწურონ თავიანთი შესაძლებლობები , და შემდეგ გადავიდნენ იქ სადაც შესაძლებელი იქნება, კვარას აღნერთებენ იქ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მარტო დიდი კლუბის სახელი და უკეატესი კონტრაქტი ვერ გადაწინის იმას რაც იქ ხდება,!
Vasili
15 მარტი 2023 09:57
0
თუ შეძლეს და შემადგენლობა შეინარჩუნეს,სულ ცოტა სამი წელი,ძალიან წარმატებული გუნდი იქნება.საკითხავია,რამდენად შეძლებს გუნდის ხელმძღვანელობა,ვარსკვლავებისათვის ვარსკვლავური ხელფასის მიცემას და მოინდომებს თუ არა ამას.
სოსო
15 მარტი 2023 16:15
0
ვეთანხმები აზრის კომენტარს და იმასაც რომ რეალში უნდა წავიდეს..მაგრამ თქვენ ჩემზე კომოეტენტური ხართ და დავუშვათ დააყენა ცენტრში..და არა თავს რო ვიკლავთ ლამის ვინისიუსის პოზიციაზე..ჩწმის აზრით ეს და ვინისუსის ტანდემი ოსიმენის ტანდემს აჯობებს კიდეც..მაგრამ ცენტრში ჩუამენის ან მოდრიჩის პოზიაციაზე ხო ვერ დააყენებს კვარას სტილიდან გამომდინარე..თორემ კვარა რეალში ისე გაიბრწყინებს..როგორც დაგიბარებიათ
კიეზა
15 მარტი 2023 11:09
0
არა არა და არა ამ ეტაპზე რეალში, ცოტა ცივი გონებით განსაჯეთ, ჩვენზე უკეთ ეცოდინება ხვიჩასაც და მის გარემოცვასაც ეს, გვინდა მაგრამ რეალობა სხვაა, არც ინგლისის ტოპ-გუნდში, იქ სხვა სიჩქარეებია გაიგეთ,იქ ხვიჩას გადაწვის რისკი ბევრია. ქინქის ვარიანტი სხვა კი იყო, თუნდაც მენტალურტად... გამოცდილებაც ხომ არსებობს... ერთი ცდუნებაა მიჯაჭვულობა ნეაპოლის, ხალხის სიყვარული და ვაითუ ყველაფერი ისე არ წავიდეს? და არ ,,ჩაიკარგოს" იქ...
გუსანი
15 მარტი 2023 11:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული