ოსიმენის გოლით "ნაპოლი" პირველი ტაიმის შემდეგ "აინტრახტს" ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტს“ ამარცხებს - 1:0.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა ულტრასებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს, შეხვედრა მაინც დანიშნულ დროს დაიწყო და დაიწყო მასპინძელთა შეტევებით, რომლებმაც გერმანიაში 2:0 იმარჯვეს. პირველი მომენტი კვარაცხელიას შეექმნა, მაგრამ დარტყმისას ბურთი აეჭრა. შემდეგ მან ოსიმენი მეკარე ტრაპს პირისპირ შეჰყარა და ნიგერიელმა მომენტი ვერ გამოიყენა. მორიგი იერიშისას ტრაპმა უკვე ქართველს მახვილი კუთხიდან არ გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და ისევ ვერ დაჯაბნა ტრაპი, ხოლო კომპენსირებულ დროში ოსიმენმა
"ნაპოლი" დააწინაურა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ოსიმენი (45+2)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული