კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტი“ 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარე ტრაპის კარი ისევ ვერ დალაშქრა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა ულტრასებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს, შეხვედრა მაინც დანიშნულ დროს დაიწყო და დაიწყო მასპინძელთა შეტევებით, რომლებმაც გერმანიაში 2:0 იმარჯვეს. პირველი მომენტი კვარაცხელიას შეექმნა, მაგრამ დარტყმისას ბურთი აეჭრა. შემდეგ მან ოსიმენი ტრაპს პირისპირ შეჰყარა და ნიგერიელმა მომენტი ვერ გამოიყენა. მორიგი იერიშისას ტრაპმა უკვე ქართველს მახვილი კუთხიდან არ
გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და ისევ ვერ დაჯაბნა ტრაპი, ხოლო კომპენსირებულ დროში ოსიმენმა "ნაპოლი" დააწინაურა.

შესვენების შემდეგ „კვარას“ ლამაზი პასით წამოწყებული კომბინაცია ოსიმენმა დააგვირგვინა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული საბოლოოდ გაირკვა. ნეაპოლელებმა ზეწოლა არ შეანელეს, 61-ე წუთზე ხვიჩა მცველებს გაექცა, დაარტყა კიდეც და ტრაპმა ისევ არ გაატანინა. მერე ზელინსკიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გაზარდა. ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს და მწვრთნელი სპალეტი გადაეხვია.

"ნაპოლის" მომავალი მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 49 082 მაყურებელი
ნაპოლი - აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (45+2), 0:2 ოსიმენი (53), 3:0 ზელინსკი (64, პენ)

altმომენტი, რომელიც ყველას გამორჩა, რა სთხოვა სპალეტიმ პოლიტანოს

altპიოტრ ზელინსკიმ "აინტრახტს" პენალტი გაუტანა [VIDEO]

altოსიმენის დუბლი - "ნაპოლიმ" სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა [VIDEO]

altნეაპოლში ქაოსია - სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა

altმატჩის დღე! ხვიჩა და "ნაპოლი" ისტორიულ მისიასთან - "კვარას" მეტი სივრცე უნდა გაუჩნდეს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
მილანი-ინტერი; სიტი-ჩელსი; რეალი-ბაიერნი; ნაპოლი-ბენფიკა. როგორია?
გია პაპა
12:00 16-03-2023
3
პენალტი ოსისთვის უნდა დაეთმო ზელინსკის რომ არ ეშლებოდეს რაღაცეები. ჰეთთრიქზე მიდიოდა კაცი
რაბუ
11:28 16-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული