ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "აინტრახტს" უმასპინძლა. მატჩი "პარტენოპეის" გამარჯვებით 3:0 (ორი მატჩის ჯამში 5:0) დასრულდა და ისტორიაში პირველად, ნეაპოლელები ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ.
მასპინძელთა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 74 წუთი გაატარა, ახალგაზრდა გარემარბი ელიფ ელმასმა შეცვალა.
Whoscored.com-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა 6.6 ქულა დაუწერა. ორივე გამოცემის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი გახდა.
კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]
მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა, რა სთხოვა სპალეტიმ პოლიტანოს
ნეაპოლში ქაოსია - სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა
აქ ხვიჩამ შექმნა ყველაფერი
სულის ჩამდგმელი ხვიჩა იყო
დანარჩენები კი ძლიერი შემსრულებლები
ყოველი მისი ბურთის მიღება თუ მოძრაობა ქმნიდა წნეხს მეტოქისთვის აბსოლუტური არასტანდარტული და არაორდინალური მოძრაობით დიდ თავსატეხს უქმნიდა მცველებს
ძალიან საინტერესოა კენჭისყრით ვინ შეხვდებათ
მეოთხედფინალში
აი აქ გამოჩნდება მისი რეალური ძალა და კლასი რომელიც სკეპტიკოსებს ენას ჩააწყვეტინებს
წინ ხვიჩა ღმერთი შენსკენ!!!