"ვიმედოვნებდით, რომ მის შეძენას ვერავინ დაგვასწრებდა" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ "პარტენოპეისა" და "აინტრახტს" შორის გასამართი მატჩის წინ (3:0) ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემის, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. 51 წლის საფეხბურთო სელექციონერის თქმით, "კვარამ" ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

"ჩვენ მას 3 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და იმედი გვქონდა, რომ მის შეძენას ვერავინ დაგვასწრებდა. შესაფერის მომენტს დაველოდეთ და შემდეგ სწრაფად ვიმოქმედეთ. მისი სახით დიდებული მოთამაშე შევიძინეთ.

რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, ამ თემაზე ზაფხულიდან ვიმუშავებთ", - განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი
გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული