კვეკვესკირის გოლი და საგოლე გადაცემა ერთ წუთში - "ლეხი" კონფერენს ლიგის მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ლეხმა" სტუმრად "იურგორდენს" 3:0 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

„ლეხმა“ „იურგორდენი“ ერთი კვირის წინ სახლში 2:0 დაამარცხა, ამჯერად კი 3:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ შვედური გუნდი 44-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა.

პოზნანელთა რიგებში ნიკა კვეკვესკირი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90+1-ე წუთზე თავად გაიტანა, ერთ წუთში კი სკორაშს გაატანინა. შეგახსენებთ, მან გასულ ტურში "ლეხს" პოლონეთის ექსტრაკლასაზე კომპენსირებულ დროში ქულა მოუპოვა. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, განაცხადში არ იყო.

სტოკჰოლმი. „ტელე 2 არენა

იურგორდენი - ლეხი 0:3
გოლები: 0:1 მარხვინსკი (77),
0:2 კვეკვესკირი (90+1), 0:3 სკორაში (90+2)
გაძევება: დანიელსონი (44, იურგორდენი)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაისმა ნახეთ რა ქნა?
ხომ გეუბნებოდით კვერცხი და ქვეშაფ..აა ეგ ,, ტრეინერი" მეთქი, ახლაც არ დაიჯერებთ? თავისი უაზრო ცვლილებებით წააგებინა გუნდს.
ქორ-პარიკმახერი
00:33 17-03-2023
2
კვეკვე გილოცავთ მაგარი თამაში გქონდა !!! აი ვაისმა რეები გააკეთა ... ასე იცოდა ხოლმე ყოველთვის დროის გაყვანის მიზნით ლიდერების გაყვანა ... ვინც შემივიდა რა გააკეთეს რო ??? დაღლილი პატატა ვაისი და ჩაკვე ჯობდა მაგ არაფრისმაქნისებს
bejo
01:06 17-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული