"სლოვანმა" თითქმის მოგებული მატჩი წააგო და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ სახლში „ბაზელთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გასვლაზე მიღწეული ფრის შემდეგ (2:2) ბრატისლაველებმა თავიდანვე შეუტიეს და აბუბაკარისა და კუცკას გოლებით დაწინაურდნენ. ვერაფერს იტყვი, ასეთ დებიუტს ვერც ინატრებდნენ. ჩაკვეტაძე ძალიან აქტიური იყო, ჯერ საჯარიმოში წააქციეს, შემდეგ საჯარიმოს გარეთ, მაგრამ მსაჯმა პირველ შემთხვევაში პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, ხოლო მეორეში რატომღაც იქით დააჯარიმა. კარგად ირჯებოდნენ კაშია და კანკავა და საერთოდაც უნდა ითქვას, შესვენებამდე „სლოვანი“ დამაჯერებელი გახლდათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ კოხტა პასით აბუბაკარი ხელსაყრელ პოზიციაზე
გაიყვანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ამას სტუმართა იერიში და კალაფიორის მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა. მერე ნდოიემ მოახერხა და ორიოდ მეტრიდან ვერ გაათანაბრა ანგარიში. მწვრთნელმა ვაისმა დაცვის გასაძლიერებლად ჩაკვეტაძე ლიხით შეცვალა. ცოტა ხანში შვეიცარიელებს კიდევ ერთი შანსი მიეცათ და ამჯერად მიზანს ზეკირიმ ვერ უწია. სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში ამდუნიმ დალაშქრა ჩოვანის კარი, 2:2 და ექსტრა-ტაიმი დაინიშნა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის დაწყებამდე ვაისმა მეკარე ჩოვანი ტრნოვსკით შეცვალა. თუმცა თერთმეტმეტრიანები უკეთ "ბაზელმა" შეასრულა და გაიმარჯვა.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 675 მაყურებელი
სლოვანი - ბაზელი 2:2 (პენ 1:4)
გოლები: 1:0 აბუბაკარი (12), 2:0 კუცკა (18), 2:1 კალაფიორი (52), 2:2 ამდუნი (90+3)

„შახტარი“, რომლის საევროტურნირო განაცხადში არ იყო გიორგი გოჩოლეიშვილი, როტერდამში ევროპა ლიგაზე „ფეიენოორდთან“ 1:7 განადგურდა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და გათამაშებას გამოეთიშა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
აკი კომენტატორებმა ლამის ფინალში გაიყვანეს სლოვანი? მაინც მოახერხეს და წააგეს?
123
17 მარტი 2023 12:12
2
ამის მწვრთნელობა არ გაიშვას. ჩაკვე და მისი შვილი, გუნდის კაპიტანი მოხსნა და მოგებული თამაში წააგო.არაუშავს, რაც ბათუმში დაუმსახურებლად მოიგეს, აგერ მიართვა ბაზელმა.
თომა
17 მარტი 2023 09:01
1
აუ რა დროულად მოვიშოროთ ნაკრებიდან ეს ქვეშაფს..ა ვაისი! ეს რა გააკეთა?! მოგებული თამაში წააგებინა ბიჭებს!
ქორ-პარიკმახერი
17 მარტი 2023 10:22
1
ვაისს არ უნდა გაეყვანა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, რის შემდეგაც სლოვანმა გაუშვა 2 გოლი!
ჩაკვემ სულ რომ არაფერი გააკეთოს, მაინც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია!
ლაშა
17 მარტი 2023 09:53
4
პირველ ტაიმს ვუყურე,ჩაკვე ძაან შორსაა სამწუხაროდ იმ თამაშისგან რასაც ჩვენ მიგვაჩვია! მთლიანად გუნდი ხო საერთოდ მაგარი დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობს!
777
17 მარტი 2023 07:41
0
რატომ არ წერთ, რომ ჩაკვეტაძემ საშინლად ითამაშა, (კანკავასა და კაშიასგან განსხვავებით). არაპატრიოტულია?
დიმა
17 მარტი 2023 07:44
0
ბათუმის ცოდვებმა ეხლა უწია
ქობულეთიდან
17 მარტი 2023 08:27
1
ჩაკვეს არ წაუვიდა ეს კონკრეტული თამაში. მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. კაშომ და ჯაბამ დაგლიჯეს. ჯაბას იქნებ დაბრუნება ვთხოვოთ. გბჭირდება ჯერაც. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ვაისი შემეცოდა. მასე ვერც ვერავინ გათვლის ასეთ უაზრო გოლს თუ გაუშვებდა მეკარე ბოლო წუთზე. მაგ ბურთს მეც დავიჭერდი. ან რა მეკარე შემოიყვანა შეცვლაზე. ყოფულიყო თურმე მერე გამოჩნდა.
აშკარაა მთავარი შეცდომა- პენლებზე საერთოდ არ უმუშავიათ.
ვანჩოპე
17 მარტი 2023 15:25
0
მეკარე არ ყავდათ საერთოდ!
გიორგი IV
17 მარტი 2023 08:16
0
ბათუმის უსამართლოდ დამარცხების შემდეგ ეს გუნდი და მისი ქართველები მე აღარ მადარდებს!
ლადო
17 მარტი 2023 10:12
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული