"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რა მოხდება, თუ ქართველი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.

"გოლი, რომელიც მან "ატალანტასთან" გაიტანა, სიგიჟე იყო! თუ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, ჯორჯ ბესტის დღეები დაბრუნდება. კვარაცხელია იმავე სტილში თამაშობს", - განაცხადა ვიერიმ Bobo TV-სთან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას სახელი "წითელი ეშმაკებისთვის" ჯერჯერობით არ დაუკავშირებიათ, რასაც ვერ ვიტყვით მის თანაქალაქელ "სიტიზე".

პრემიერლიგიდან "კვარასთან" "ნიუკასლის" სახელიც ასოცირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნებისმიერ ტოპ კლუბში ხვიჩას პოზიციაზე 1-2 კაცი ყავთ და მათთან ძირითად შემადგენლობისთვის ბრძოლა მოუწევს. ერთი შეცდომისთვის შეიძლება ძირითადიდან ამოაგდონ.თან ახალი ტრენერი. მოკლედ ბიჭი სამოთხეშია,ზაფხულში ხელფასსაც გაუზრდიან და ამიხსენით რა პონტში უნდა წავიდეს.
ამაშია საქმე
18:32 17-03-2023
0
ძალიან კარგი, თუ არსად არ აპირებს გადასვლას, როგორც ნეაპოლში უყვართ და პატივს სცემენ, ანალოგია, რთულად მოსაძებნი იქნება.
,,AMPREDUZZO,,
16:58 17-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული