"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რა მოხდება, თუ ქართველი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.

"გოლი, რომელიც მან "ატალანტასთან" გაიტანა, სიგიჟე იყო! თუ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, ჯორჯ ბესტის დღეები დაბრუნდება. კვარაცხელია იმავე სტილში თამაშობს", - განაცხადა ვიერიმ Bobo TV-სთან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას სახელი "წითელი ეშმაკებისთვის" ჯერჯერობით არ დაუკავშირებიათ, რასაც ვერ ვიტყვით მის თანაქალაქელ "სიტიზე".

პრემიერლიგიდან "კვარასთან" "ნიუკასლის" სახელიც ასოცირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნებისმიერ ტოპ კლუბში ხვიჩას პოზიციაზე 1-2 კაცი ყავთ და მათთან ძირითად შემადგენლობისთვის ბრძოლა მოუწევს. ერთი შეცდომისთვის შეიძლება ძირითადიდან ამოაგდონ.თან ახალი ტრენერი. მოკლედ ბიჭი სამოთხეშია,ზაფხულში ხელფასსაც გაუზრდიან და ამიხსენით რა პონტში უნდა წავიდეს.
ამაშია საქმე
17 მარტი 2023 18:32
0
ვინ გითხრა, რომ ხელფასს გაუზრდიან? ლაურენტესი ხელფასების შემცირებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას ფეხბურთელებთან და კვარას როგორ გაუზრდის ანაზღაურებას?
ამაშია საქმე - ს
28 ოქტომბერი 2023 11:14
0
ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. ნაპოლის ძალზე გაუჭირდება ხვიჩას დონის ფეხბურთელის შენარჩუნება, რადგან ის არ არის გრანდი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, 10 მილიონად შეძენილ ფეხბურთელში როცა 180 მილიონ იხდიან, როგორ უნდა შეინარჩუნო. მაქსიმუმ კიდევ ერთი სეზონი და ხვიჩას გრანდში ვიხილავთ. ფეხბურთი კიდე, სამწუხაროდ მარტო ბურთის გორება აღარ არის.
ზაალი
20 მარტი 2023 19:43
0
ძალიან კარგი, თუ არსად არ აპირებს გადასვლას, როგორც ნეაპოლში უყვართ და პატივს სცემენ, ანალოგია, რთულად მოსაძებნი იქნება.
,,AMPREDUZZO,,
17 მარტი 2023 16:58
1
რა მანჩესტერი ბიჭო :დ რეალი ან ბარსა და მერე მსოფლიოს ვიგებთ
რაორაო
17 მარტი 2023 16:05
1
არცერგან არ აპირებს ხვიჩა სამომავლოდ გადასვლას!
ლაშა
17 მარტი 2023 12:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული