მატჩის დღე! როგორი განწყობით გავლენ ხვიჩა და "ნაპოლი" სანაკრებო პაუზაზე?!

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მეტოქის ("მილანი") შესახებ შეიტყო და ფიქრები აპრილის მიმართ საკმაოდ გაიზარდა. მომავალ თვეში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები მილანურ გრანდს, რომელსაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 7-ჯერ აქვს მოპოვებული, სამჯერ (ერთხელ სერია "ა"-ში) დაუპირისპირდებიან. მანამდე სანაკრებო პაუზა იქნება, უფრო ადრე კი, დღეს, 19 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ნეაპოლელები "ტორინოს" ესტუმრებიან და ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე ტიტულთან, რაც მხოლოდ დროის ამბავია (ტურის წინ 18-ქულიანი უპირატესობა), კიდევ უფრო მიახლოებას ეცდებიან. 

იტალიის პირველობას ასეთი მძლავრი ლიდერი არ ახსოვს.
ნეაპოლლები უახლოეს მდევარს ახლოსაც არ იკარებენ. ლუჩანო სპალეტისთვის ახლა მთავარია, გუნდს ეს ენთუზიაზმი და მოტივაცია შეუნარჩუნოს, თანაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ბრძოლაც საკმაოდ რეალურია. საინტერესოა, გადატვირთული დღეების შემდეგ, როტაციას რამდენად ვნახავთ. ბოლო დროს სპალეტი ფაქტობრივად, გამოკვეთილი თერთმეტეულით თამაშობს. რაც ნამდვილად მოსალოდნელია, დისკვალიფიკაციის შემდეგ, მარიო რუი შიდა ასპარეზზეც ითამაშებს. დიდია შანსი, მატეო პოლიტანო ირვინგ ლოსანომ შეცვალოს. გამოვა, რომ გერმანელებთან დაპირისპირების შემდეგ ძირითადში მხოლოდ ერთ ახალ ფეხბურთელს ვნახავთ. 

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ ტურში შედევრი შემოგვთავაზა. ის გოლი გონებიდან არ ამოდის. ჩვენებურს სერია "ა"-ში 11 შედეგიანი დარტყმა და 9 საგოლე პასი აქვს. პირველ წრეში, საკუთარ მოედანზე, "ნაპოლიმ" "ტორინო" ანგისას დუბლითა და "კვარას" გოლით (3:1) დაამარცხა. ჩვენებურის როლი ძალიან დიდი იყო. ამონარიდი მაშინდელი სტატიიდან:

Sportall.Ge

"ნაპოლის" პირველი გოლი - კლასიკური ნიშანი იმისა, როგორ უნდა გამოიყენოს გუნდმა, როცა კვარაცხელიას განსაკუთრებით მეურვეობენ. კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ჯიჯი ხვიჩას ისე "გადაჰყვა", დაცვაში სივრცეები დატოვა, უკანახაზელებსაც გადაწყობა მოუწიათ და ამით ანგისამ ისარგებლა.

მეორე გოლი - როგორც მოწინააღმდეგის მცველები, ასევე თანაგუნდელები და გულშემატკივრები ელიან, რომ შეტევა კვარაცხელიაზე გაგრძელდება. ხვიჩა ძალიან სწორად მოძრაობს, ერთი მხრივ, მცველების ყურადღებას იქცევს, რათა ანგისას მეტი სივრცე დარჩეს, ამავდროულად კი მზადაა, პასი მიიღოს და დააგვირგვინოს. მართალია, ამ დროს ტურინელთა მცველი კამერუნელს ზანტად მისდევს, თუმცა "ტორინოს" ფეხბურთელები სათანადოდ დაზღვევას ვერ ახერხებენ - ქართველი შემტევი ხომ საჯარიმოშია.

მესამე გოლი - ტურინელებმა თითქოს მთავარი მიზანი შეასრულეს, კვარაცხელიას ბურთი საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს მიაღებინეს, საიდანაც იერიშის გოლით დაგვირგვინება რთული იქნებოდა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, "კვარა" როგორც უნდა "ჩაკეტო", მას მაინც შეუძლია "გაგექცეს". უკვე წარმოუდგენელი ამბავია..."

ვიქტორ ოსიმენს ჩემპიონატში უკვე ორი ტურია, არ გაუტანია, მე-20 გოლის მოლოდინშია და წარმოგვიდგენია, როგორი მოტივირებული იქნება. ამასობაში, გადატვირთული აპრილის პირობებში, ჯოვანი სიმეონეს სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს. ტურინელთა მთავარი გამტანი პარაგვაელი ანტონიო სანაბრიაა, რომლის ანგარიშზეც 7 გოლია. 

"ტორინოს" ნეაპოლელებთან ძალიან უჭირს და ბოლოს 2015 წელს დაამარცხეს. ხორვატი იურიჩის შეგირდებმა მიმდინარე წელს მხოლოდ "მილანთან" და "იუვენტუსთან" წააგეს, სატურნირო ცხრილში კი მე-8 ადგილზე არიან. ევროტურნირებზე მოხვედრა უფრო ოცნებას ჰგავს.

შეხვედრას მატეო მარკეტი განსჯის. ის ფეხბურთელებს ნაკლებად ინდობს, გასულ სეზონში კი იმ სკანდალური მატჩის არბიტრი იყო, სადაც "უდინეზეს" "მილანთან" ხელით გატანილი გოლი ჩაუთვალეს. მაშინ ყველაფერი ეს მილანელთა უახლოესი მდევრის, "ნაპოლის" სასარგებლოდ იყო, თუმცა სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა მაინც ვერ შეძლო. მარკეტი მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა შეხვედის მთავარი არბიტრი (მე-4 სათადარიგო იყო) არ ყოფილა.

altრა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...

altსპალეტი: იტალიურ გუნდთან შეხვედრა არ მინდოდა - ფავორიტი "მილანია"

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები ჩვენს ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს❤️
გულშემატკივარი
19 მარტი 2023 14:49
1
ავადმყოფი ხარ
ალუდას
19 მარტი 2023 12:12
4
ნაპოლის წარმატებები, მაგრამ აი ხვიჩას საქართველოს ნაკრები მოიგებს და ამის შესახებ 28 მარტს დავაკომენტარებ. სიამოვნებით ვნახავ პრემიერლიგის ლომების პრაიდის დამფრთხალ სახეებს!
ლაშა
19 მარტი 2023 11:15
1
შენ პირს შაქარი!
სოსო
19 მარტი 2023 15:55
0
წარმატებები ხვიჩა, წარმატებები ჩვენს ღირსეულ პრემიერს ნაცების გულის გასახეთქად. და კიდევ ხვიჩა თმა შეიჭერი და წვერი მოიშორე გთხოოვ!!!
ალუდა კეკლუცაური
18 მარტი 2023 21:28
53
წარმატებები ქართველ სპორტსმენებს შინ და გარეთ, წარმატებები საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას და წარმატებები ქართულ სახელმწიფოს!!
გეთანხმები
19 მარტი 2023 15:30
2
პრემიერს ნუ ეკეკლუცები, მოგძვრა კუდი ქიცინით :დდდ
თუ ღადაობ მაგარი კაცი ხარ:დ
!!
19 მარტი 2023 13:13
3
ყველა გამოხმაურება
ფრთხილად უნდა იყოს
.
18 მარტი 2023 17:43
1
მდევარი არის არა ინტერი, არამედ იუვენტუსი, რომელსაც პოტენციურად 15 ქულით ნაკლები აქვს. სავარაუდოდ დაუბრუნებენ ჩამორთმეულ ქულებს.
გია პაპა
18 მარტი 2023 16:21
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული