იტალიის პირველობას ასეთი მძლავრი ლიდერი არ ახსოვს.
ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ ტურში შედევრი შემოგვთავაზა. ის გოლი გონებიდან არ ამოდის. ჩვენებურს სერია "ა"-ში 11 შედეგიანი დარტყმა და 9 საგოლე პასი აქვს. პირველ წრეში, საკუთარ მოედანზე, "ნაპოლიმ" "ტორინო" ანგისას დუბლითა და "კვარას" გოლით (3:1) დაამარცხა. ჩვენებურის როლი ძალიან დიდი იყო. ამონარიდი მაშინდელი სტატიიდან:
"ნაპოლის" პირველი გოლი - კლასიკური ნიშანი იმისა, როგორ უნდა გამოიყენოს გუნდმა, როცა კვარაცხელიას განსაკუთრებით მეურვეობენ. კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ჯიჯი ხვიჩას ისე "გადაჰყვა", დაცვაში სივრცეები დატოვა, უკანახაზელებსაც გადაწყობა მოუწიათ და ამით ანგისამ ისარგებლა.
მეორე გოლი - როგორც მოწინააღმდეგის მცველები, ასევე თანაგუნდელები და გულშემატკივრები ელიან, რომ შეტევა კვარაცხელიაზე გაგრძელდება. ხვიჩა ძალიან სწორად მოძრაობს, ერთი მხრივ, მცველების ყურადღებას იქცევს, რათა ანგისას მეტი სივრცე დარჩეს, ამავდროულად კი მზადაა, პასი მიიღოს და დააგვირგვინოს. მართალია, ამ დროს ტურინელთა მცველი კამერუნელს ზანტად მისდევს, თუმცა "ტორინოს" ფეხბურთელები სათანადოდ დაზღვევას ვერ ახერხებენ - ქართველი შემტევი ხომ საჯარიმოშია.
მესამე გოლი - ტურინელებმა თითქოს მთავარი მიზანი შეასრულეს, კვარაცხელიას ბურთი საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს მიაღებინეს, საიდანაც იერიშის გოლით დაგვირგვინება რთული იქნებოდა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, "კვარა" როგორც უნდა "ჩაკეტო", მას მაინც შეუძლია "გაგექცეს". უკვე წარმოუდგენელი ამბავია..."
ვიქტორ ოსიმენს ჩემპიონატში უკვე ორი ტურია, არ გაუტანია, მე-20 გოლის მოლოდინშია და წარმოგვიდგენია, როგორი მოტივირებული იქნება. ამასობაში, გადატვირთული აპრილის პირობებში, ჯოვანი სიმეონეს სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს. ტურინელთა მთავარი გამტანი პარაგვაელი ანტონიო სანაბრიაა, რომლის ანგარიშზეც 7 გოლია.
"ტორინოს" ნეაპოლელებთან ძალიან უჭირს და ბოლოს 2015 წელს დაამარცხეს. ხორვატი იურიჩის შეგირდებმა მიმდინარე წელს მხოლოდ "მილანთან" და "იუვენტუსთან" წააგეს, სატურნირო ცხრილში კი მე-8 ადგილზე არიან. ევროტურნირებზე მოხვედრა უფრო ოცნებას ჰგავს.
შეხვედრას მატეო მარკეტი განსჯის. ის ფეხბურთელებს ნაკლებად ინდობს, გასულ სეზონში კი იმ სკანდალური მატჩის არბიტრი იყო, სადაც "უდინეზეს" "მილანთან" ხელით გატანილი გოლი ჩაუთვალეს. მაშინ ყველაფერი ეს მილანელთა უახლოესი მდევრის, "ნაპოლის" სასარგებლოდ იყო, თუმცა სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა მაინც ვერ შეძლო. მარკეტი მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა შეხვედის მთავარი არბიტრი (მე-4 სათადარიგო იყო) არ ყოფილა.
რა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...
სპალეტი: იტალიურ გუნდთან შეხვედრა არ მინდოდა - ფავორიტი "მილანია"
თუ ღადაობ მაგარი კაცი ხარ:დ