le10sport: დადასტურებულია - პსჟ კვარაცხელიას 180-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

AutoSharing Option
ფრანგული le10sport-ი ირწმუნება, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაში წარმოუდგენელი თანხა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს დადასტურებულია - პსჟ 180-მილიონევროიან ტრნსფერს ამზადებს

"ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ხვიჩა კვარაცხელია ახლა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. საქართველოს ნაკრების წევრმა გასული წლის ზაფხულში ნეაპოლში ჩასვლისთანავე მოახდინა შთაბეჭდილება, როდესაც კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუფორმეს. მისმა თამაშმა პსჟ მოხიბლა და ტრანსფერის ზაფხულში გაჩარხვითაა დაინტერესებული.

ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონად შეძენილი კვარაცხელიას ფასმა მკვეთრად მოიმატა, რამეთუ ქართველი  მაღალ დონეზე და შედეგიანად
თამაშობს - ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" კვარაცხელიას გასხვისება არ უნდა, მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას მისი შენარჩუნება ძნელი იქნება. როგორც ახლახან "მარკას" ჟურნალისტმა ირატი პრატმა განაცხადა, იტალიურ კლუბს 180-მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება, 100 ან 120 მილიონად კი ვერ შეელევა.

იმ დროს, როდესაც გუნდში ნეიმარისა და ლეო მესის მომავალი გაურკვეველია, პსჟ შეიძლება კვარაცხელიას გადაბირებას შეეცადოს. ჟურნალისტ ეკრემ კონურის მტკიცებით, პარიზული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია 22 წლის ქართველით".

მკითხველის კომენტარები / 47 /
ხვიჩა სადაც არ უნდა წავიდეს წარუშლელ კვალს დატოვებს. მისი და მბაპეს დუეტი ქვას ქვაზე არ დატოვებს არავისგან. ხელფასიც მსუყე იქნება და პარიზში ცხოვრებაც დიდი სიამოვნებაა.
ვასო
19 მარტი 2023 01:26
8
პსჟ ყვლაზე უარესია სადაც შიეძლება წავიდეს, ახლა მისთვის თუ წასვლაა ბარსაში წასვლა ყველაზე მაგარი იქნებოდა, მითუმეტეს თუ იქ მესი დაბრუნდება, მარჯვნივ მესი მარცხნივ კვარა ძაან მაგარი იქნებოდა, თან მისგან ბევრს ისწავლის.
gio
19 მარტი 2023 00:46
10
უნდა წავიდეს!თუ ღირსეული ხელფასი ექნება,ერთი კი ვიცი,სადაც იქნება ყველგან იმოქმედებს შეხვედრების ბედზე,და კიდევ სკუდეტოს + ლიგა 1 მოგება ცუდი არ იქნება ზედიზედ!!!
ზაზა
19 მარტი 2023 00:40
7
ხვიჩამ უნდა გადაწყვიტოს, ან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს ან დიდი ფული აიღოს ერთჯერადად და საშუალო დონის ფეხბურთელად იქცეს, საფრანგეთის ჩემპიონატში. ან ბარსა და რეალი ან ინგლისის პრემიერლიგა, სხვა ჩემპიონატი იტალიის შემდეგ აშკარა რეგრესი იქნება!
Io
19 მარტი 2023 00:32
5
მესის გვცერდით თამააში მაგარი მიქნება მაგრამ ვის მაგივრად ? მანდ მაშინ უნდა გადავიდეს თუ მბაპე ან ნეიმარი წავლენ !
zura222
19 მარტი 2023 00:22
2
არა და არა!!!
კვარაისტი
19 მარტი 2023 00:12
4
და პირდაპირ მთელი ნაპოლი რომ იყიდონ ამ შეიხებმა არაა? კვარას და ოსიმენს თუ იყიდიან დანარჩენის ყიდვა მაინცდამაინც ბევრი ბევრი აღარ დაუჯდებათ, ოპტომ იაფში გამოვა. მგონი ცუდი რჩევა არ არის, იქნებ როგორც მრჩეველი მეც წამიყვანონ....
rigiti
18 მარტი 2023 23:52
0
ნაპოლიში რომ ხვიჩას დიდი ხნით არავინ გააჩერებს ეს გასაგებია, მაგრამ პსჟ-ისათვის მართლა არ მემეტება. თუმცა ხომ გაგიგიათ "ფინანსი პაიუტ რომანსი".
ზაალ
18 მარტი 2023 23:44
5
ეს ჟურნალისტები სოფლის ჭორიკნებივით არიან, ხვალ ვიღაცა დაწერს ეხლა სიტი 200 მილიონს იხდისო
მამუკა
18 მარტი 2023 23:43
2
არ დაიღალეთ ამ ყვითელი პრესის სტატიების ქვეყნებით?კვარაში დღეს მაგის ნახევარსაც არავინ გადაიხდის და პსჟ-ს კვარა ამ ეტაპისთვის არაფერში ჭირდება..მსგავსი სტატიებით კვარასთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს..
giga
18 მარტი 2023 23:42
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული