le10sport: დადასტურებულია - პსჟ კვარაცხელიას 180-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

AutoSharing Option
ფრანგული le10sport-ი ირწმუნება, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაში წარმოუდგენელი თანხა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს დადასტურებულია - პსჟ 180-მილიონევროიან ტრნსფერს ამზადებს

"ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ხვიჩა კვარაცხელია ახლა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. საქართველოს ნაკრების წევრმა გასული წლის ზაფხულში ნეაპოლში ჩასვლისთანავე მოახდინა შთაბეჭდილება, როდესაც კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუფორმეს. მისმა თამაშმა პსჟ მოხიბლა და ტრანსფერის ზაფხულში გაჩარხვითაა დაინტერესებული.

ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონად შეძენილი კვარაცხელიას ფასმა მკვეთრად მოიმატა, რამეთუ ქართველი  მაღალ დონეზე და შედეგიანად
თამაშობს - ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" კვარაცხელიას გასხვისება არ უნდა, მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას მისი შენარჩუნება ძნელი იქნება. როგორც ახლახან "მარკას" ჟურნალისტმა ირატი პრატმა განაცხადა, იტალიურ კლუბს 180-მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება, 100 ან 120 მილიონად კი ვერ შეელევა.

იმ დროს, როდესაც გუნდში ნეიმარისა და ლეო მესის მომავალი გაურკვეველია, პსჟ შეიძლება კვარაცხელიას გადაბირებას შეეცადოს. ჟურნალისტ ეკრემ კონურის მტკიცებით, პარიზული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია 22 წლის ქართველით".

მკითხველის კომენტარები / 47 /
22 წლის მეგავარსკვლავს, რომელსაც მთელი კარიერა წინ აქვს და თან ფინანსურთან ერთად წმინდა სპორტული მიზნებიც ამოძრავებს, პსჟ-ში არაფერი ესაქმება. არ მგონია, რომ აქ ყველაფერს კითხულობ, მაგრამ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინე, შვილო და ახლა მინდა გირჩიო: დააკვირდი, რას გკარნახობს გული, რას გკარნახობს ჭკვიანი ფეხბურთელის ლოგიკა და რას ჰეტყვის შენი აგენტი ასეთ მსუყე ტრანსფერთან დაკავშირებით. არ დაუჯერო! ერთხელ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე - დადე ქართულ სინამდვილეში მკაფიო მაგალითი, რომ ფული კი არა, იდეა და მისი მსახურება, მისი განხორციელებისთვის თავდადებაა ადამიანის მთავარი მიზანი. უფალი იყოს შენთან, ხვიჩა!
ქომაგი
18 მარტი 2023 23:30
3
ჩვენ ვერაფერში ჩავერევით, მაგრამ მისივე ნათელი მომავლისთვის, ღმერთმა არ ქნას, მანდ გადავიდეს.
გიო
18 მარტი 2023 23:16
7
ერთ ინტერვიუში კვარას სახალისო კითხვას უსვამენ, ბარსას ძირითად შემადგენლობაში თამაში გირჩევნია თუ რეალში სათადარიგოზე ჯდომაო. კვარამ უთხრა, რაცარუნდა იყოს თამაში ჯობიაო :))
არ წავა ხალხო ეგ ბიჭი არსად სკამზე დასაჯდომად.
!!
18 მარტი 2023 23:07
4
და როგორ ფიქრობ 180 მლნ-ს გადაიხდიან და სკამზე დასვამენ? :)
შაკო
18 მარტი 2023 23:51
1
მესისსთან თამაშის გულისთვის არც უნდა დაფიქრდეს.
Semi
18 მარტი 2023 22:53
25
ეს ყველაზე ცუდი ამბავია რაც შეიძლება მოხდეს. პსჟ სამარხია ევროპაზე და მარტო ლიგა 1 ვის რაში სჭირდება? 180 მილონზე კი უარს ვერავინ იტყვის.
G.LA
18 მარტი 2023 22:47
8
Am ambavs mxolod erti dadebiti aqvs, is rom Italia moigo,safrangets moigebs,mere albat realshic gadava da espaneti iqneba,mere albat siti da inglisis chempionoba,iqneb bavariashic gadavides da...:)) es ratqmaunda xumrobit torem safrangetistvis nagdat ar memetebaa...
Givi
18 მარტი 2023 21:59
3
Ra dro dagvidga iqit psg aqet reali barselona city amas vin ifiqrebda anri da delpiero kvaraze ro laparaks daiwyebdnen)))
289
18 მარტი 2023 21:57
2
შესაძლებელია მბაპეს რეალში გადასვლას უპირებენ...
ლაშა
18 მარტი 2023 21:53
1
თუ ეგ მოხდა მაშინ გამოდის ნეიმარი და მესი კი არა მბაპე მიდის.
ეეე
18 მარტი 2023 21:45
2
მბაპე მიდის აბა რა, როდემდე უნდა ითამაშოს საფრანგეთის ლიგაში.
მეგრელი
18 მარტი 2023 23:16
1
Rais psg fulad ki yaran mara safrangetis chempionati ar gamogvadgeba an inglisi an ispania an realmadrid da barselona an maniu da city ...
აქანე
18 მარტი 2023 21:40
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული