le10sport: დადასტურებულია - პსჟ კვარაცხელიას 180-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

AutoSharing Option
ფრანგული le10sport-ი ირწმუნება, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაში წარმოუდგენელი თანხა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს დადასტურებულია - პსჟ 180-მილიონევროიან ტრნსფერს ამზადებს

"ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ხვიჩა კვარაცხელია ახლა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. საქართველოს ნაკრების წევრმა გასული წლის ზაფხულში ნეაპოლში ჩასვლისთანავე მოახდინა შთაბეჭდილება, როდესაც კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუფორმეს. მისმა თამაშმა პსჟ მოხიბლა და ტრანსფერის ზაფხულში გაჩარხვითაა დაინტერესებული.

ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონად შეძენილი კვარაცხელიას ფასმა მკვეთრად მოიმატა, რამეთუ ქართველი  მაღალ დონეზე და შედეგიანად
თამაშობს - ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" კვარაცხელიას გასხვისება არ უნდა, მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას მისი შენარჩუნება ძნელი იქნება. როგორც ახლახან "მარკას" ჟურნალისტმა ირატი პრატმა განაცხადა, იტალიურ კლუბს 180-მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება, 100 ან 120 მილიონად კი ვერ შეელევა.

იმ დროს, როდესაც გუნდში ნეიმარისა და ლეო მესის მომავალი გაურკვეველია, პსჟ შეიძლება კვარაცხელიას გადაბირებას შეეცადოს. ჟურნალისტ ეკრემ კონურის მტკიცებით, პარიზული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია 22 წლის ქართველით".

მკითხველის კომენტარები / 47 /
აქ ბევრი კომენტარების ავტორებს არასდროს არც ფეხბურთი უთამაშია,არც ამდენი შრომა და ოფლი აქვს ჩადებული რაიმის მისაღწევად,არც წერა-კითხვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ, მაგრამ მაინც აქეთ იქით ისე აღფრთოვანებით ფეხებზე ჰკიდიათ სხვისი 10,20 და 150 მილიონი, თითქოს თვითონ 2 ლარი ედოს ჯიბეში ტოტალიზატორში დასადებად.
თუ გადაუხდიან 180 მილიონს,გაყიდის,აბა რას იზამს. თუ კი ხვიჩას წელიწადში დაუნიშნეს 8-10 მილიონი,უნდა წავიდეს აბა რა უნდა გააკეთოს?
მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი რა მოჰყვება შემთხვევით ტრამვას ანდა უბრალოდ ფორმის დაკარგვას, როცა გადაღლილი ხარ,გარეთ წვიმს,ქარია და შენ თბილი გასახდელიდან უნდა გახვიდე მოედანზე და 90 წუთი გაიხარჯო.
მოკლედ, დაანებეთ თავი უაზრო რეკომენდაციებს, უნდა წავიდეს პსჟ-ში თუ
ჩიხურაში სჯობია.
სანდრო
19 მარტი 2023 19:30
0
მაგ ფულის მახეში არ უნდა წავიდეს. ფეხბურთი უნდა ითანაშოს.
გიორგი
19 მარტი 2023 19:05
19
შენმა მზემ, იტალიის გუნდები არ არიან არა, ფულის მახეები? მაგათზე დიდი მაფიოზები არსად არ არიან. ცოტა ხანსი ხვიჩასაც გაეხსნება ფულის მადა.
გიორგის
19 მარტი 2023 19:27
0
არავითარ შემთხვევაში პარიზში არ უნდა გადავიდეს... საფრანგეთის ჩემპიონატით საკლუბო დონეზე მბაპე, მესიმ და ნეიმარმა ვერ მოიგეს დიდი ვერაფერი. საფრანგეთს ისევ იტალია ჯობია ბევრად-ჩემპიონატი მაინც არის კარგი
ბათუმი
19 მარტი 2023 16:24
5
ცოტა ცოტა...
არ გაყიდის იმიტომ რომ კვარა რომ გაყიდოს ნაპოლმა პრეზიდენტს სერიოზულ ჯოჯოხეთს მოუწყობენ ნეაპოლელები ასე რომ წელს ნაპოლში ისიამოვნებს და კიდევ ერთი წელი მინიმუმ ნაპოლში დარჩება წელს ლიგას და სერიას იზეიმებს და ოქროს ბურთსაც მიიღებს აი მერე ათიანზე საუბარი უფრო გაღმავდება წარმატებები კვარა გვაბედნიერებ
ემიგრანტი
19 მარტი 2023 16:10
5
ემიგრანტ! მაგრად გიქრის, აი თავში რა?
ემიგრანტას.
19 მარტი 2023 18:03
0
თუ გაზრდა უნდა საფრანგეთში და არაბეთში ჯერ არ უნდა წავიდეს. სიბერეში შეიძლება.
gurgenidze
19 მარტი 2023 13:22
4
ყოელ შემთხვევაში მაგ გუნდში არა. ცარიელი პიარია უკვე რამდენი წელია. მსოფლიოს ნაკრები ჰყავთ და შედეგი რა არის?
გიორგი
19 მარტი 2023 19:07
3
ეს საინფორმაციო აჟიოტაჟო მხოლოდ და მხოლოდ სატრანსფერო ფასის ასაწევად არის, ჯერ გასაწყვეტილია ნაპოლიში რჩებაო, ახლა პსჟ 180 ამზადებსო ... რეალური მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად ემზადება დე ლაურენტისი ისეთ გუნდებთან,მართლა ტალანტი რომ ჭირდებათ და ფეხბურთის თამაშის უნარში იხდიან ფულს.
???
19 მარტი 2023 13:08
1
ხვიჩა მიქაუტაძის წინააგმდეგ.
კარგი ამბავია
Bio
19 მარტი 2023 11:26
2
პსჟ-ში არა ოღონდაც.... ეგ ოცნებების სასაფლაო გუნდი...
mirosan
19 მარტი 2023 10:57
4
ეს იქნება კატასტროფა, ყველაზე უსახური ლიგა ტოპ 5-ში, ვინმე საერთოდ უყურებთ ამ ფერმერების ლიგის თამაშებს? არ უნდა გაყიდოს ნაპოლიმ თუ კი წინ წარმატებული წლები უნდათ.. მერე კი ან რეალი ან პრემიერლიგა
papai
19 მარტი 2023 10:51
4
ძალიან ბევრი მესის გამო ვუყურებთ! შენ რა გადარდებს? გაიარე რა?
papaias
19 მარტი 2023 18:08
1
სისულელეს გააკეთებს თუ იქ გადავა. რა იქნება ხვალ არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი პსჟ გუნდი არ არის. თან უკვე წლებია რაც არ არის. ეს არის უბრალიდ 11 ფეხბირთელი მინდორზე, რომელთაც არაფერი აერთიანებთ. და უმრავლესობა წასვლაზე ფიქრობს. თანაც საფრანგეთის ჩემპიონატი თავისი ძალიან ფიზიკურად ძლიერი და უხეში მცველებით და ტრავმების საშიშროებით. ხვიჩას იქ მისვლა კი არა , იმას ვფიქრობდი დროზე გავარდნილიყო პსჟ რომ გაისად მესი სხვაგან გადასულიყო და მისიცთამაშიდან სიამოვნების მიღების საშუალება გვქონიდა მისი კარიერის დასასრულს. ხოდა ახლა საერთოდ ხვიჩას იქ გადასვლაზეა ლაპარაკი! იმედია მაგ შეცდომას არ დაუშვებს!
არტ
19 მარტი 2023 10:43
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული