sportall.ge ტექსტის ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ნაწილების თარგმანს გთავაზობთ:
"ეს ბიჭი ევროპულ ფეხბურთს მოულოდნელად, თითქოს ღმერთისაგან მოევლინა. მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ძალიან რთულია, მაგრამ ნეაპოლის ქუჩებმა მაინც ისწავლეს. იტალიის სამხრეთს ახალი კერპი ჰყავს, რომელსაც "ოქროს ბურთის" მოგება სურს. მოიგებს თუ არა ქართველი ამ პრიზს, ჯერ უცნობია, თუმცა იტალიის სერია A-ში თამაში ბრწყინვალედ დაიწყო - პირველივე სეზონში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, თან სათამაშო წელი ჯერ არ დასრულებულა.
ის იმ ქვეყნიდანაა, რომლის ნაკრებიც მაღალ დონეზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. ხვიჩას გარდა ამ ნაკრებში
თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ვიქტორ მონხილი ამბობს: "საქართველოში საფეხბურთო აკადემიებს დიდი ყურადღება ექცევა. თუ იქ აღზრდილი მოთამაშეები უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში წავლენ და განვითარდებიან, ქართული ფეხბურთი დიდ წარმატებას მიაღწევს. ხვიჩა კვარაცხელია ამის ნათელი მაგალითია."
30 წლის შემდეგ "ნაპოლიმ" სკუდეტო ისტორიაში მესამედ შეიძლება მოიგოს და ამ ტრიუმფის მთავარი საფუძველი ქართველი ვარსკვლავი იქნება. მარადონას გუნდში მოსვლამდე და მისი წასვლის შემდეგ ნეაპოლიტანელებს იტალიის ჩემპიონატი არასდროს მოუგიათ, ამიტომ მეტსახელი "კვარადონა" გასაკვირი სულაც არ არის. თუმცა, დიეგო და ხვიჩა ერთმანეთს მხოლოდ მოედანზე ჰგვანან, სტადიონს მიღმა კვარაცხელია არგენტინელისგან სრულად განსხვავდება. როგორც კრედენდინო ამბობს, სწორედ ეს სხვაობა არის მთავარი საფუძველი იმისა, რომ ხვიჩას დიეგოს დონის ფიგურამდე მისაღწევად დიდი დრო დასჭირდება - არგენტინელი მხოლოდ საფეხბურთო მნიშვნელობით არ შემოიფარგლება.
"თუ კვარაცხელია "ნაპოლის" რიგებში ტიტულს მოიგებს, ქალაქი მას სამუდამოდ შეიყვარებს. მაგრამ მარადონა ნეაპოლში ნახევრად ღმერთია, რისი მიზეზიც არა მხოლოდ ფეხბურთის კარგად თამაში, არამედ მისი პიროვნული თვისებები გახლავთ. დიეგო ქალაქში ხშირად დადიოდა, თავს აქ მცხოვრებ ადამიანებთან აიგივებდა, ამბობდა, "როცა ნეაპოლელ ბავშვებს ვუყურებ, მათში ჩემს თავს ვხედავ, რადგან ბავშვობა ასეთი მქონდა, ჩვენს ქალაქში ასეთები ვიყავით!"
იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას ჯორჯ ვეასაც ადარებენ, რომელმაც 1995/96 წლების სეზონში "მილანის" რიგებში სადებიუტო სეზონი ითამაშა და "ოქროს ბურთი" მოიგო. ლიბერიელის სტატისტიკა ქართველის მაჩვენებლებს ძალიან ჰგავდა: 15 გოლი და 16 საგოლე პასი 36 მატჩში (ხვიჩას 28 თამაშში 13 გოლი და 15 ასისტი აქვს). კლუბებში მათი მისვლის ისტორიაც ერთმანეთს ემთხვევა: ვეა "მილანში" ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის შემცვლელად მივიდა, ხვიჩა კი "ნაპოლის" ლიდერისა და კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს ნაცვლად.
შესაძლოა, ჯერ ადრეა კითხვაზე პასუხი, მოიგებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს", მაგრამ ამაში ეჭვი არც გიორგი მამარდაშვილს ეპარება და არც მის ნიგერიელ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს.
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კლუბის ისტორიის მანძილზე პირველად გავიდა. უეფას თასის ამ ეტაპიდან გამოვარდა 95/96 წლების სეზონში ჯორჯ ვეას "მილანი", რომელიც ახლა ხვიჩა კვარაცხელიას სწრაფი დიდების გზაზეა. თუ მარადონასგან განსხვავებული, საკუთარი მემკვიდრეობის შექმნა სურს, ქართველმა "მილანის" ბარიერი უნდა გადალახოს. როგორც დიეგომ თავად განაცხადა მემკვიდრეობაზე, "თავიდან მოიშორე სხვისი ისტორია, როგორც ერთ დღეს მე გავაკეთე!" ხვიჩა ამისთვის მზად არის."
le10sport: დადასტურებულია - პსჟ კვარაცხელიას 180-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს