"მარადონამდე მისაღწევად ხვიჩას დიდი დრო დასჭირდება" - Marca-ს სტატია კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა Marca-მ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. 

sportall.ge ტექსტის ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ნაწილების თარგმანს გთავაზობთ:

"ეს ბიჭი ევროპულ ფეხბურთს მოულოდნელად, თითქოს ღმერთისაგან მოევლინა. მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ძალიან რთულია, მაგრამ ნეაპოლის ქუჩებმა მაინც ისწავლეს. იტალიის სამხრეთს ახალი კერპი ჰყავს, რომელსაც "ოქროს ბურთის" მოგება სურს. მოიგებს თუ არა ქართველი ამ პრიზს, ჯერ უცნობია, თუმცა იტალიის სერია A-ში თამაში ბრწყინვალედ დაიწყო - პირველივე სეზონში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, თან სათამაშო წელი ჯერ არ დასრულებულა.

ის იმ ქვეყნიდანაა, რომლის ნაკრებიც მაღალ დონეზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. ხვიჩას გარდა ამ ნაკრებში
ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, "ვალენსიას" კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. იტალიელი ჟურნალისტი ვინჩენცო კრედენდინოს აზრით საქართველოს ეროვნული გუნდის წარმატება შორს არაა, რადგან ჩვენს ქვეყანას ისეთი ტალანტები ჰყავს, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი კვერნაძე არიან, რომელიც უმაღლეს დონეზე მალე ითამაშებს.

თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ვიქტორ მონხილი ამბობს: "საქართველოში საფეხბურთო აკადემიებს დიდი ყურადღება ექცევა. თუ იქ აღზრდილი მოთამაშეები უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში წავლენ და განვითარდებიან, ქართული ფეხბურთი დიდ წარმატებას მიაღწევს. ხვიჩა კვარაცხელია ამის ნათელი მაგალითია."

30 წლის შემდეგ "ნაპოლიმ" სკუდეტო ისტორიაში მესამედ შეიძლება მოიგოს და ამ ტრიუმფის მთავარი საფუძველი ქართველი ვარსკვლავი იქნება. მარადონას გუნდში მოსვლამდე და მისი წასვლის შემდეგ ნეაპოლიტანელებს იტალიის ჩემპიონატი არასდროს მოუგიათ, ამიტომ მეტსახელი "კვარადონა" გასაკვირი სულაც არ არის. თუმცა, დიეგო და ხვიჩა ერთმანეთს მხოლოდ მოედანზე ჰგვანან, სტადიონს მიღმა კვარაცხელია არგენტინელისგან სრულად განსხვავდება. როგორც კრედენდინო ამბობს, სწორედ ეს სხვაობა არის მთავარი საფუძველი იმისა, რომ ხვიჩას დიეგოს დონის ფიგურამდე მისაღწევად დიდი დრო დასჭირდება - არგენტინელი მხოლოდ საფეხბურთო მნიშვნელობით არ შემოიფარგლება.

"თუ კვარაცხელია "ნაპოლის" რიგებში ტიტულს მოიგებს, ქალაქი მას სამუდამოდ შეიყვარებს. მაგრამ მარადონა ნეაპოლში ნახევრად ღმერთია, რისი მიზეზიც არა მხოლოდ ფეხბურთის კარგად თამაში, არამედ მისი პიროვნული თვისებები გახლავთ. დიეგო ქალაქში ხშირად დადიოდა, თავს აქ მცხოვრებ ადამიანებთან აიგივებდა, ამბობდა, "როცა ნეაპოლელ ბავშვებს ვუყურებ, მათში ჩემს თავს ვხედავ, რადგან ბავშვობა ასეთი მქონდა, ჩვენს ქალაქში ასეთები ვიყავით!"

Sportall.Ge


იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას ჯორჯ ვეასაც ადარებენ, რომელმაც 1995/96 წლების სეზონში "მილანის" რიგებში სადებიუტო სეზონი ითამაშა და "ოქროს ბურთი" მოიგო. ლიბერიელის სტატისტიკა ქართველის მაჩვენებლებს ძალიან ჰგავდა: 15 გოლი და 16 საგოლე პასი 36 მატჩში (ხვიჩას 28 თამაშში 13 გოლი და 15 ასისტი აქვს). კლუბებში მათი მისვლის ისტორიაც ერთმანეთს ემთხვევა: ვეა "მილანში" ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის შემცვლელად მივიდა, ხვიჩა კი "ნაპოლის" ლიდერისა და კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს ნაცვლად.

შესაძლოა, ჯერ ადრეა კითხვაზე პასუხი, მოიგებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს", მაგრამ ამაში ეჭვი არც გიორგი მამარდაშვილს ეპარება და არც მის ნიგერიელ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კლუბის ისტორიის მანძილზე პირველად გავიდა. უეფას თასის ამ ეტაპიდან გამოვარდა 95/96 წლების სეზონში ჯორჯ ვეას "მილანი", რომელიც ახლა ხვიჩა კვარაცხელიას სწრაფი დიდების გზაზეა. თუ მარადონასგან განსხვავებული, საკუთარი მემკვიდრეობის შექმნა სურს, ქართველმა "მილანის" ბარიერი უნდა გადალახოს. როგორც დიეგომ თავად განაცხადა მემკვიდრეობაზე, "თავიდან მოიშორე სხვისი ისტორია, როგორც ერთ დღეს მე გავაკეთე!" ხვიჩა ამისთვის მზად არის."



altle10sport: დადასტურებულია - პსჟ კვარაცხელიას 180-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
არგენტინელ დიეგოს დამსგავსებას, მეორე მარადონობას, თუ გინდ ფეხბურთის ღმერთად წოდებულს, თავისი ბრწყინვალე აღმასვლით და ასევე სკანდალებით, მირჩევნია თვითმყოფადი და განუმეორებელი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, თავისი ოჯახისშვილობით, მისი რაინდული ქცევით, უფლისგან ნაწყალობები ზებუნებრივი ნიჭით და ხალხის გაბედნიერების უნარით. უფალი ფარავდეს ჩვენს შეუფასებელ ხვიჩუნას!!!
თენგაბი
20 მარტი 2023 10:54
0
10 ნომრიანი მაისური, სიმბოლურად, ერთ თამაშში მივცეთო. ამაზეა ლაპარაკი, მე მგონი, სულ არა. ჩემპიონები რომ გახდებიან, ბოლო თამაშში, სიმბოლურად, რატომაც არა. მე ვეთანხმები.
ლევანი
20 მარტი 2023 01:16
0
ხვიჩა არ უნდა წავიდეს ნაპოლიდან კიდევ ერთი სეზონი და უფრო გაიზრდება.სპალეტი კი ცოტა ფლანგს მოაშორებს და მეტ თავისუფლებას მისცემს ბევრი ლამაზი მომენტის თუ გოლის მომსწრენი გავხდებით.ოსიმენი კი ძაან ძლიერია,ძაან ბევრს მოძრაობს და ასე კარზე დაგეშილი თავდამსხმელი არ მეგულება
ვახო.ხო
20 მარტი 2023 00:07
0
ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის ხვიჩა მარადონაზე მეტია , გამგები გაიგებს
დავითი
19 მარტი 2023 21:50
1
რითი? ქართველობით კი?
გივი
20 მარტი 2023 02:14
2
ხვიჩას თამაშისას, ზელინსკი ერთადერთია, ვისთანაც ტოპ სისწრაფეზე კედლის გათამაშებაქს ახერხებს ბარსელონას საუკეთესო წლების დონეზე , ან რეალის და ისიც იშვიათად. რადგან სხვა ასეთ დონეს გატამაშებისას უმაღლესი ოსტატობა და ძალიან სწრაფი აზროვნება სჭირდება. ზუსტად ამაში ჩანს რომ ხვიჩა მორიდებულია და არ იტყვის, მაგრამ არც რეალში, არც ბარსაში არაა ეს სკამის ფეხბურთელი. სჭირდება კაცს ტოპ დონის მოტამაშეები გვერდით და კიდევ უფრო მოუმატებს, რადგან შეუძლია. ჩანს რომ გუნდის საერთოდ დონე მაინც ვერ ქაჩავს მის დონემდე. უბრალოდ რომ არ გამომივიდეს ცდუნება ხვიჩას გადასვლისთვის, იმასაც ვიტყვი, რომ ასეთ გუნდში, მაინც ყველა უკეტესი გახდა და ხვიჩას როლი დაფასებულია სატანადოდ. ამას უდიდესი მნიშნელობა აქვს, ამიტომ სპალეტის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნდობით, ფსიქოლოგიით, მეგობრული ატმოსფეროთი და პროფესიონალური მიდგომით გუნდში ხვიჩამ ამ ეტაპზე საჭირო დგილი დაიმკვიდრა. ეს რეალში რომ ყოფილიყო შეიძლება არ მისცემოდა. მოამტების საშუალება რომ აქვს ასე 50% ეგეც ჩანს, თუ მეტი არა :) მაგრამ სიჩქარე შეიძლება სულ არ იყოს საჭირო. ოსიმენს რაც შეეხება, ზოგი ვერ ამჩნევს, რომ ხვიჩამ აიყვანა ეს კაცი სუპერ დონეზე, მოცემულობა და ნიჭი კი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ხვჩას გვერდით ყველა უმატებს. ნეტა ჩვენმა ნაკრებმაც ითამაშოს მსოფლიოზე
გადასარევი გიორგი
19 მარტი 2023 19:04
2
უაზრო და არაეთიკური შედარებაა. დიეგოს დროს ქუჩებში სიარული ბევრად უსაფრთხო და ნაკლებ დატვირთვას გულისხმობდა. სრულიად სხვა ხალხი და სხვა დრო იყო, ეხლა რომ ხვიჩამ იაროს ნეაპოლში მინიმუმ 5 კაციანი დაცვა სჭირდება. ჯერ რამდენი გიჟი დადის. გარდა ამისა ხვიჩა არც ნარკოტიკებს მოიხმარს და არც მენტალობა აქვს ქუჩის ბნელი კუნჭულებიდან და არგენტინის მაფიის სიბნელიდან ამოსული ადამიანის, დიეგოს არ ვაკნინებ, მარა სრულიად სხვა მოცემულობაა. დიეგო უდიდესი ფეხბურთელი იყო, მარა ფეხბურთის მოედნის მიღმნა შედარება მიუღებელია ხვიჩასთან.
კაპიტან გარდენბურგი
19 მარტი 2023 18:57
3
რატო ჭორაობენ მეტი საქმე არ აქვთ>
რეალში თუ გადავიდა წააგებს,
19 მარტი 2023 17:21
7
ღმერთმა დაიFაროს მოედნის გარეთაც დაემსგავსოს დიეგოს, ეგ შეიყნოსავდა კილოგრამობით კოკაინს და დაბოდიალობდა მერე ქალაქში აბა რა გააჩერებდა სახლში.DDDDDDDD
რრრ
19 მარტი 2023 17:02
3
მარადონა მსოფლიო ჩემპიონი იყო. ხვიჩას მსოფლიო ჩემპიონობის შანსი ჯერ ვერ ექნება. მარადონასთან შედარება ჯერ ძალიან ადრეა. საერთო კარიერაშია ადრე. მაგრამ ნაპოლის კარიერაში ჩემპიონობის შემდეგ შეიძლება შედარება ნაპოლის ისტორიაში. ოქროს ბურთის შანსი პირველივე სეზონში მოგების აქვს. ვნახოთ სეზონს როგორ ჩაამთავრებს სერია A-ში და ლიგაზეც თუ წარმატება ნაპოლის დარჩება, იმედია წარმატებული თამაშით ხვიჩას შანსი ექნება ოქროს ბურთი მოიგოს. ადვილი არ იქნება, ძლიერი მოწინააღმდეგეები ყავს. მაგრამ შეუძლებელი ამ ბიჭისთვის არაფერია. წარმატება ჩვენ ბრილიანტის ბიჭს.
G.LA
19 მარტი 2023 17:01
2
კვარაცხელია ნაპოლიში ინსინიეს შემცვლელად მიიყვანეს და მარადონას შემცვლელი გამოდგა.
Charley
19 მარტი 2023 16:34
3
მოულოდნელი კო.ენტარი. ეა ზუსტად ცხრიანში მოარტყი. აქვე დავძენ მარადონამდე უკლია თუ არ უკლია ეს განხილვის თემა რომ არის უკვე უდიდესი აღიარებაა. აბა მე რატომ არ მადარებენ მარადონას)))
ვანჩოპე
19 მარტი 2023 22:33
0
როგორ მიყვარს ასეთი კომენტარები :) რომ არ ელოდები და ზუსტი რომაა. გაიხარე მეგობარო, მაგარია
კაპიტან გარდენბურგი
19 მარტი 2023 18:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული