ტრადიციისამებრ ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და ოსიმენმა თავურით დალაშქრა მილინკოვიჩ-სავიჩის კარი. ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ, გრავიონი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს და „ნაპოლი“ მეკარე მერეტმა გადაარჩინა. 34-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში ლინეტიმ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და მიმდინარე ჩემპიონატზე მე-12 გოლი გაიტანა. შემდეგ ქართველმა ვიქტორს პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
ტურინი.“გრანდე-ტორინო“
ტორინო - ნაპოლი
გოლები: 0:1 ოსიმენი (9), 0:2 კვარაცხელია (35)