2 გოლი და 2 საგოლე პასი 3 მატჩში - კვეკვესკირი მაგარ ფორმაშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა „ლეხში“ ისევ გამოიჩინა თავი.

პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში, ლოძში „ვიძევთან“ მატჩში, კვეკვესკირი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. 73-ე წუთზე ქართველის პასით მარხვინსკიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 78-ე წუთზე ველდემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

კვეკვესკირმა ყველა ტურნირზე ბოლო 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასათვალისწინებელია, რომ სრულად მთელი შეხვედრის ჩატარება თითქმის არ უწევს.

პოზნანური გუნდის განაცხადში ისევ არ იყო გიორგი წიტაიშვილი.

„ლეხი“ 43 ქულით მესამე ადგილზეა და 2 აპრილს „პოგონს“
უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კითხვებს ბადებს ქართველებისადმი ზოგიერთი ერის წარმომადგენლის მხრიდან ქსენოფობიური დამოკიდებულება! ნიკა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და შეცვლებზე შედის კლუბში, სადაც გადამწყვეტ გოლს თუ საგოლე ასისტს ასრულებს და ეს ვაი მწვრთნელი მეორე ქართველს საერთოდ არ ათამაშებს, ბევრს უჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ გიორგი წიტაიშვილი სულ მთლად ფორმიდან ამოვარნილი არ უნდა იყოს! ჩემი აზრია, რომ საერთოდ არ ღირს აღმოსავლეთ ევროპულ კლუბებში თამაში, გარდა სლოვანისა და კვიპროსისა, რომელთა გარდა ღირებული პირველობა აღმ. ევროპაში არ არის ქართველისთვის. ჯობია ტოპ ლიგების მეორე ლიგაში თამაში, საიდანაც გაცილებით მეტი პერსპექტივაა დაწინაურების, ვიდრე ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და სხვ. მისთანანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი ვერ გაიზრდები. საჭიროა გარკვეულ თამასას აკმაყოფილებდეს ეროვნული ლიგა, და პროგრესის რეალური სიგნალები არსებობს, და ჩვენი ლიგიდან პირდაპირ ნორმალურ კლუბებში გადასვლა პრობლემა არ იქნებოდა, რათქმაუნდა ნაკრების წარმატებების კვალდაკვალ!
ლაშა
20 მარტი 2023 10:25
2
ფორმაში როა შეცვლაზე რატო შევიდა და რატო ძირითადში არ დაიწყო?! ეს როგორ, ნუთუ კითხვებს არ ბადებს ეს?...
არაუშავს, დიდი იმედი მაქვს ნიკა გაცილებით ძლიერ კლუბში გადავა!
ლაშა
20 მარტი 2023 08:41
3
ჯობია უკეთეს ლიგაში გადავიდეს თუნდაც მეორე ლიგაში
გიგი
20 მარტი 2023 13:08
1
სათადარიგოში არ უნდა ყავდეთ
ტოტტი
20 მარტი 2023 07:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული