"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ, ცუდ რაღაცებს წერენ" - ლოჩოშვილი ნაკრებში არგამოძახების შემდეგ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სანაკრებო შესვენებისას საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 მატჩს მონღოლეთთან (25 მარტს) და ნორვეგიასთან (28 მარტს) გამართავს.

ვილი სანიოლის 28-კაციან განაცხადში არ მოხვდა სერია A-ში "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Geo Team-ს ესაუბრა:

"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ. კრიტიკა იმ ხალხისგან, ვისაც ჩემი თამაში არც უნახავს. სერია A-ში 16 შეხვედრა ჩავატარე, აქამდე მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა აქ, სადაც მოხვედრა რთულია. ცუდ რაღაცებს წერენ. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს მთელი სეზონია აქტიურად. ძალიან ვაფასებ" - განაცხადა ლუკამ.

შეგახსენებთ,
"კრემონეზე" 27 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-20 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ აპრილს, "ატალანტასთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ნუ კობახიძეს გამოძახებას ნებისმიერი გამოიძახო ის სჯობია,მაგაზე სუსტი ცენტრალური მცველი მთელ ეროვნულ ლიგაში არ არის,თუ ლოჩოს არ იძახებ აგერ ბერიაშვილისთვის მიეცა მონღოლეთთან შანსი,ნორვეგიასთან თუ კობახიძე დააყენა,3 კვარა ვერ გვიშველის ერთდროულად...რაც შეეხება ლოჩოშვილს არა უშავს ლუკა ბევრი ივარჯიშე,დაიბრუნე ადგილი ძირითადში მეტი გზა არ ექნება სანიოლს,თვითონ როგორც თქვა ვისაც პრაქტიკა არ ექნება აღარ გამოვიძახებო და ვნახოთ
ნიკო
09:25 21-03-2023
0
ამ ბიჭს რატომღაც ერჩიან არადა ჯერ ავსტრიის მეორე გუნდში იყო და სტაბილურათ თამაშობდა უგუნდო კვირკველიას ეძახოდენ და მაგას არა ეხლა იტალიაში თამაშობს და მაინც არ იძახებენ სად უნდა წავიდეს რო ნაკრებში ათამაშონ მემგონი ტრანსფერის წილი არ მისცა და გაბრაზებული არიან
ზაზა
23:11 20-03-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული