ვახშამი საცოლესთან ერთად მილანის საკათედრო ტაძრის ხედზე - კვარაცხელია ტურინიდან მილანში გაფრინდა, შემდეგი გაჩერება თბილისია

AutoSharing Option
Arenanapoli წერს, რომ "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია პირდაპირ მილანში გაფრინდა.

მოგეხსენებათ, "პარტენოპეიმ" მეტოქე 4:0 გაანადგურდა, ჩვენებურმა კი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო გვიყვება, ხვიჩამ თავის საცოლე ნიცასთან ერთად მილანის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ივახშმა, რომელიც დუომოს (მილანის საკათედრო ტაძარი) გადაჰყურებს.

ხვიჩამ ეს ადგილი იმიტომ აირჩია, რომ ის მილანიდან თბილისში უნდა გამოფრინდეს, რათა საქართველოს ნაკრებს მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებში დაეხმაროს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ტურინიდან მილანში რად უნდოდა გაფრენა, 150 კილომეტრიც არ არის...
გიო
20 მარტი 2023 14:45
24
რა ბედნიერებაა, როცა მთელს ერს ასე უყვარხარ. ხვიჩა იმსახურებს ამ სიყვარულს და არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშით. ის უბრალოდ კარგი ადამიანია.❤️❤️
ბმბ
20 მარტი 2023 14:41
1
მონღოლეთთან დაასვენეთ ერთი თუ ძმა ხარ. არ გვინდა რისკი ტყუილად
მეგრელი
20 მარტი 2023 14:05
1
ჩინგიზი და ბათო ყაენები მაინც კაი ხანია უკვე აღარ თამაშობენ და იქით მხრიდან ვინმე საპირწონე ხო უნდა იყოს.
skaro
21 მარტი 2023 17:28
0
კარგი შვილი და კარგი ადამიანი
777
20 მარტი 2023 14:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული