Ballon d'Or 2023 Power Rankings. სარეკორდო პოზიცია - კვარაცხელია "ოქროს ბურთის" რეიტინგში კვლავ წინ მიიწევს

AutoSharing Option
goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და საპატიო პრიზის კანდიდატთა სიაში მისთვის სარეკორდო, მეექვსე ადგილზეა. ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი კი მეოთხე პოზიციაზე აღზევდა.

"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა დაპირისპირებებმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა მხოლოდ გაამწვავა", - აღნიშნავს გამოცემა და კვარაცხელიას თაობაზე შემდეგს წერს:

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ბოლოს მეშვიდე პოზიციაზე იყო
16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ფავორიტი მოულოდნელად მას შემდეგ გახ
და, რაც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კარგი ბადე ერგო. ქართველი გარემარბი სერია A-ში გოლების გატანას და საგოლე გადაცემების გაკეთებას განაგრძობს, ხოლო ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტოს მოპოვება აპრილის ბოლოს აქვს გადაწყვეტილი".

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
5. ვინისიუსი (რეალი)
6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
7. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. კაზემირო (მანჩესტერი)
10. ბუკაიო საკა (არსენალი)

მკითხველის კომენტარები / 33 /
კვარა ლიგაზე შენ თავს უნდა გადაახტე, ხო მაგარი ხარ მაგრამ მეტი აიღე შენ თავზე. ისე გეთამაშოს ეს დარჩენილი დრო პირველზე გადასულიყავი რეიტინგში. სერია ა, ლიგა და ოქროს ბურთიც მოგეგოს პირველივე სეზონზე
რაბუ
20:24 20-03-2023
2
ოსიმენი მაგარი ფეხბურთელია მაგრამ კვარაზე წინ არ უნდა იყოს რეიტინგში. მანამდეც იყო ნაპოლიში და ერთი ჩვეულებრივი თავდამსხმელი იყო. კვარამ კი სხვა დონეზე აიყვანა. ამას უნდა დაფასება და შეხედვა
რაბუ
21:22 20-03-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული