"რუსეთში ასე კარგად ამიტომ ვერ თამაშობდა" - ცნობილმა სკაუტმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" შესანიშნავ სეზონს ატარებს. ქართველი "პარტენოპეის" გასული წლის ზაფხულს შეუერთდა და მალევე ლუჩანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

"კვარას" შესახებ ცნობილმა საფეხბურთო სკაუტმა ტიმ კიჩმა ისაუბრა. მისი თქმით, 22 წლის გარემარბმა თავი რუსეთში კარგად თავი იმიტომ ვერ წარმოაჩინა, რომ "ნაპოლი" უკეთესი გუნდია.

"დრიბლინგით, მეტოქეების გაბრუებითა და სისწრაფით ყოველთვის გამოირჩეოდა, ამას რუსეთის ჩემპიონატშიც მიგვაჩვია. რა მოხდა იტალიაში? უბრალოდ, უკეთეს გუნდში თამაშობს. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი ესაა" - განაცხადა კიჩმა ESPN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა
ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 14 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. 

alt"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა უნდა სცადოს" - დიმიტარ ბერბატოვი

altახალი რეკორდი - Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელია 85 მილიონ ევროდ შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსეთის ლიგა სხვა ლეველია და იმიტომ ლოოოლ
კახა
11:19 24-03-2023
0
და ის არ განიხილება, რომ ეგ რუსები სულ ცალ ფეხზე ეკიდა? საქართველოს ნაკრებში ხომ გაჰქონდა ყოველი ჩამოსვლისას, ეგეც ნაპოლივით იყო? ან ბათუმის დინამოში, რამდენი გოლის გატანა მოასწრო? არ აღელვებდა ეგ თქვენი რუსეთი
nika
23:58 22-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული