"რუსეთში ასე კარგად ამიტომ ვერ თამაშობდა" - ცნობილმა სკაუტმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" შესანიშნავ სეზონს ატარებს. ქართველი "პარტენოპეის" გასული წლის ზაფხულს შეუერთდა და მალევე ლუჩანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

"კვარას" შესახებ ცნობილმა საფეხბურთო სკაუტმა ტიმ კიჩმა ისაუბრა. მისი თქმით, 22 წლის გარემარბმა თავი რუსეთში კარგად თავი იმიტომ ვერ წარმოაჩინა, რომ "ნაპოლი" უკეთესი გუნდია.

"დრიბლინგით, მეტოქეების გაბრუებითა და სისწრაფით ყოველთვის გამოირჩეოდა, ამას რუსეთის ჩემპიონატშიც მიგვაჩვია. რა მოხდა იტალიაში? უბრალოდ, უკეთეს გუნდში თამაშობს. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი ესაა" - განაცხადა კიჩმა ESPN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა
ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 14 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. 

alt"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა უნდა სცადოს" - დიმიტარ ბერბატოვი

altახალი რეკორდი - Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელია 85 მილიონ ევროდ შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 14 /
დაახლოებით 2-3 კვირის წინ ერთმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა დაწერა: ხვიჩა იმიტომ ვერ თამაშობდა კარგად რუბინში, რომ თვითონ უწევდა ბურთის მოპოვება და დაცვიდან ბურთის "ათრევა" თავდასხმაშიო. ამ ფრაზის გამო ეს კომენტატორი ქართველებმა ლამის მიწასთან გაასწორეს. არადა, რა არის ამაში ტყვილი!? კაცმა თქვა მოკლედ და ძალიან ზუსტად.
ძველი გულშემატკივარი
13:52 22-03-2023
0
ხვიჩას დიდ ტალანტში მაშინ დავრწმუნდი,როცა რუსეთში კარგი თამაში მოახერხა,ეს თითქმის ვერავინ ვერ შეძლო ბოლო წლებს ვგულისხმობ, არ არის ეს საფეხბურთო ქვეყანა მარტო შაიბა იციან
მოურინიო
14:09 22-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული