
"ფეისბუქგვერდ" 90Min-ის ცნობით, სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "ლაციო" საქართველოს ნაკრების მცველს, საბა საზონოვს, 1 წელია რაც აკვირდება.
ამავე გვერდზე დაყრდნობით, რომაული კლუბის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა, რადგან გუნდში ლეგიონერების ლიმიტი ამოწურულია.
რაც შეეხება "არწივების" სერია A-ში სატურნირო მდგომარეობას, 27 ტურის შემდეგ მაურისიო სარის შეგირდები 52 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.