Arenanapoli: კვარაცხელია თბილისში 300 000-ევროიანი ავტომობილით გადაადგილდება

AutoSharing Option
Arenanoli აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მათივე ინფორმაციით, Twitter-ზე ქართველმა ჟურნალისტმა დაჩი წურწუმიამ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი თბილისში Mercedes AMG GT Coupe-თი გადაადგილდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 300 000 ევროა. ის აღჭურვილია V8 ძრავით და შეუძლია მიაღწიოს 320 კმ/სთ სიჩქარეს.

წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ უცნობია, იქირავა თუ შეიძინა ხვიჩამ ეს მანქანა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად მონღოლეთთან და ნორვეგიასთან დაპირისპირებებისთვის ემზადება.


მკითხველის კომენტარები / 83 /
რაც არ უნდა იყოს მაინც ჯართია და "ბევრად იაფიანითაც" მიიღებს კაცი იგივე სიამოვნებას ყველა ვამბობთ რომ მისი შრომით ნაშოვნს რაც უნდა ის უქნას მარა აბა დაფიქრდით რა მარტივად შეიძლება ნახევარი მსოფლიო არ შიმშილობდეს ბევრი სპორტცმენი დებს ქველმოქმედებაში ფულს მარა როცა ხედავ წუთშსი მილიონს რო აკეტებენ და აფრიკაში რა სიტუაციაა მაინც გეშლება ნერვები ერთი 10 წლის წინ მილიონერზე რო ვიგებდი ისე მიკვირდა როგორც დღეს მილიარდელზე პირველი 10 ეულის მილიარდელმა და 50 ეულის მილიონერმა რო მონდომოს არ დარჩება მსოფლიოში სიღარიბეში მყოფი ადამიანი
ნოდო
16:03 28-03-2023
1
შენც, კვარა?! არ გინდა რა ეს მარიაჟული ამბები ჯერ. თუ მაინცადამაინც, მერეც გექნება დრო
Marvel
10:35 27-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული