"სევილიამ" თითქმის შეიძინა, თუმცა მონჩიმ ტრანსფერი დაბლოკა - ესპანელმა სკაუტმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მუდამ მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშაა. ამჯერად მის შესახებ Mundo Deportivo-სთან ცნობილმა ესპანელმა სკაუტმა პაბლო სეიხასმა ისაუბრა.

მისი თქმით, "კვარას" შეძენა რამდენიმე ესპანურ გუნდს სურდა, "კვარა" "სევილიაში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ანდალუსიელთა სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ ტრანსფერი დაბლოკა.

"ზუსტად არ მახსოვს, როდის, თუმცა რამდენიმე წლის წინ ესპანური გუნდები მისით დაინტერესდნენ, "სევილიამ" ტრანსფერი თითქმის 6 მილიონ ევროდ დახურა, თუმცა ბოლო მომენტში ანდალუსიელთა სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ მის შეძენაზე უარი თქვა. ხვიჩას დამატებას "ვალენსია" და "ლევანტეც" ცდილობდნენ.

დღესდღეობით კვარაცხელია 100
მილიონი ევრო ღირს, ახალგაზრდა გარემარბს მადრიდის "რეალში" თამაში მარტივად შეუძლია, მაგრამ, ვფიქრობ, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, რადგან ინგლისური კლუბები კარგ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან" - განაცხადა სეიხასმა.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 14 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt1000 სტუმარი კრუიზზე - "ნაპოლი" ჩემპიონობას გრანდიოზულად აღნიშნავს

alt"ნაპოლის" იტალიაში ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა ჰყავს

altTransfermarket-ის ფასებით, სერია A-ში კვარაცხელიაზე ძვირი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 11 /
შენ გაიხარე მონჩი :)
ზურა
11:21 24-03-2023
0
კარგი ფინანსური მდგომარეობა მეც კი მაქვს ხელფასის დღეს პირველი 3-4 საათი
Levani
10:09 24-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული