"მინდა ბავშვებს მივმართო, შრომა არაფერს დააკლოთ" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
Nakrebi.ge საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს. აღნიშნულ ვიდეოში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი ბავშვებს მიმართავს:

"მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი, მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც მეჩვენებოდა არარეალურად. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ თუკი ადამიანს შეუძლია, რომ ოცნება ჰქონდეს, იოცნებოს რაიმეზე, ამის გაკეთება აუცილებლად შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება, იშრომებს და რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასდროს...

მინდა ბავშვებს მივმართო, ყველაფერი გააკეთონ არამხოლოდ სპორტში, საქმეში. მათ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორებიც
ოცნებაში უნდათ ან სურვილი აქვთ. ყველაფერი მიღწევადია, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრეთ, როგორც ამ საქმეს სჭირდება".

შეგახსენებთ, ხვიჩა ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად მონღოლეთთან (ამხანაგური, 25 მარტს) და ნორვეგიასთან (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტური, 28 მარტს) სათამაშოდ ემზადება.


მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგია,ისე მჭერმეტყველ დავითაშვილის აზრიც საინტერესოა..
3
არ დაუჯეროთ ხვიჩას, მე დამიჯერეთ: მოწიეთ მარიხუანა, არ გიყვარდეთ სამშობლო, თქვენი სამშობლო არა საქართველოა, არამედ ევროპა და ამერიკაა, არავითარი ოჯახური ტრადიციები, აპაპა არ გამაგონოთ, გამოდით და მხარი დაუჭირეთ პრაიდებს, ებრძოლეთ ეკლესიას და მის წინამძღოლს, იარეთ ჩვენთან გასაბერი ეკლესიაც გვაქვს და სხვა რამეებიც, არ წახვიდეთ ჯარში, აქციებზე მოდით მოლოტოვის კოქტეილებით, ქვებით და კვერცხებით შეიარაღებულები. მე, მე დამიჯერეთ, ტყვილად კი არ მქვია გირჩი?
ზურა გირჩელი ჯაფარიძისა
22:15 23-03-2023
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული