"მინდა ბავშვებს მივმართო, შრომა არაფერს დააკლოთ" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
Nakrebi.ge საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს. აღნიშნულ ვიდეოში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი ბავშვებს მიმართავს:

"მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი, მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც მეჩვენებოდა არარეალურად. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ თუკი ადამიანს შეუძლია, რომ ოცნება ჰქონდეს, იოცნებოს რაიმეზე, ამის გაკეთება აუცილებლად შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება, იშრომებს და რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასდროს...

მინდა ბავშვებს მივმართო, ყველაფერი გააკეთონ არამხოლოდ სპორტში, საქმეში. მათ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორებიც
ოცნებაში უნდათ ან სურვილი აქვთ. ყველაფერი მიღწევადია, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრეთ, როგორც ამ საქმეს სჭირდება".

შეგახსენებთ, ხვიჩა ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად მონღოლეთთან (ამხანაგური, 25 მარტს) და ნორვეგიასთან (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტური, 28 მარტს) სათამაშოდ ემზადება.


მკითხველის კომენტარები / 22 /
ხვიჩას ნაირი ახალგაზრდები სჭირდება საქართველოს! წესიერი ოჯახის მოყვარული, პატრიოტი, ზრდილობიანი (რომელსაც არ ეშლება, უმფროს-უმცროსობა) ტრადიციების დამცველი და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ ხვიჩა ,არასოდეს იკადრებს და აკადრებს რო ლექტორს შეურაცყოფა მიაყენოს, მოლოტოვის კოქტეილები ისროლოს და გადაწვას ცოცხლად ადამიანები. ასევე კუმირად დაიყენონ, გირჩები, ნაცები და მათთნაირი დაფეხვილები. ქართველო ახალგაზრდებო! მიბაძეთ ხვიჩას! და ამით თქვენც მოიგებთ და ჩვენი საქართველოც!
ზურა
18:31 23-03-2023
13
იმედია ხვიჩას ხმას გაგიგებენ ბავშვები და შრომას არ დააკლებენ ოცნება აისრულონ. შრომა და კიდევ ერთხელ შრომა, სწრაფვა მიზნისკენ რასაც ჩვენი ხვიჩა ყოველდღე აკეთებს. სამაგალითოა ხვიჩა ბავშვებისთვის და არა მარტო ფეხბურთში.
G.LA
17:42 23-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული