გადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

AutoSharing Option
Foot Mercato-ს ცნობით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ახლა მხოლოდ ბოლო, მცირე დეტალები თანხმდება.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამავე წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ხვიჩას გასხვისებას მინიმუმ 2024 წლამდე არ გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
სტატიის ავტორი უნდა გაერკვეს,უორმაგებენ თუ უოთხმაგებენ ხვიჩას ხელფასს.ოსიმენი შეთანხმებული რაოდენობის გოლებს თუ ვერ შეაგდებს ბონუსებს (პრემიალურებს)ვეღარ მიიღებს...
გიგა
00:43 31-03-2023
0
ჯუღელი კვაჭია კვაჭანტირაძე.ისე ჩარხავს ხვიჩას,მამამისს და სხვებს,აზრზე ვერ მოდიან. ჯუღელი სადაც ფულის სუნს იყნოსებს, მაშინვე ნათლავს იმ მოთამაშეს ან ოჯახის წევრს,ან კიდევ ძმაკაცურად ეხუტება მათ.ასე უფრო მშვიდად იქნება, ნათლიმამას,ძმაკაცს ხომ ხომ ვერ ჩახსნიან,ხომ არ დაკარგავენ...აი ასე,მოაკვარახჭინებს თავის საქმეს.სათავისოდ ჩარხავს და ჩარხავს, და თავის წილ მილიონებსაც მალე მოაქუჩებს.ვამბობდი,რომ დასაცინ კონტრაქტს ნუ დაადებინებს კვარასთქო,ვინ გიყურებს.ქართული დარდიმანდული სიბრი*ვე,ვითომ კაცური გრძელდება.ხვიჩას მათხოვ*ული ანაზღაურება არ ეკადრება.ფულის გულისთვის არ თამაშობს ხვიჩაო,ესეც გავიგე,მაგრამ სამართლიანი ხელფასის ოდენობა პირდაპირ კავშირშია ხვიჩას სტატუსთან,რეიტინგთან და ა.შ. დროა ხვიჩამ პირადად მოძებნოს პროფესიონალი აგენტი(უცხოელი რა თქმა უნდა) და მას მიაბაროს საქმეები.ლაურენტისის დასაცინი ხვიჩა არ არის.მას ხვიჩა არ უხსენებია,თუმცა დაიტრაბახა ხელშეკრულების შედგენა მეხერხებაო.დაგვაჯდა ყველას თავზე ეგ ღ*რი ეგა...
გიგა
00:36 31-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული