"საშინელი ახალი კონტრაქტია, ღარიბული ხელფასია" - Sportbible ხვიჩას ახალი ანაზღაურებით შოკირებულ ფანებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.

"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბში 2028 წლამდე დარჩება და არ ექნება გათავისუფლების პუნქტი.

მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.

მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.

Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.

"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"

"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"

"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"

"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"

"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

მკითხველის კომენტარები / 50 /
რას უთვლით ამ ბიჭს მის ნაშრომს, რა გაუტრაკეთ საქმე, მიხედავს როგორმე მის საქმეს როგორც აწყობს… ისე რომ იცოდეთ ნებისმიერ კონტრაქტშია ისეთი მიხლები რომლებიც არ ხმაირდება და დააყენეთ რა ყველამ :))
Leonardo
30 მარტი 2023 14:27
13
მართალს ამბობ, da Vinci,გეთანხმები.
:-):-)
30 მარტი 2023 16:10
3
ამხანაგი ივანე ჯუღაევის ჭikipedia web-გვერდი
ამ გცერდის ინგლისური, უკრაინული, სომხური და რუსული ვერსია არსებობს.
ქართული ვერსია არ არის.
Джугели, Иван Рамазович
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B6%D1%83%D0%B3%D0%B5%D0%BB%D0%B8,_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%A0%D0%B0%D0%BC%D0%B0%D0%B7%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
ქ. გ.
30 მარტი 2023 15:40
3
რა არის იცით, ფულის ღორი არ უნდა იყო ადამიანი, მარა მეორეცაა თუ ასეთ არაშესაფერის ხელფასზე დათანხმდა ხვიჩა ვიღაცეები იტყვიან, აა ქართველია მაინც და არ ააქ თავის იმედი, რომ დიდხანს გაქაჩავს მაღალ დონეზე თამაშას და სანამ ვარდნა დაეწყება ასწრებს გრძელვადიან კონტრაქტზე ხელის მოწერასო.
ეეე
30 მარტი 2023 21:07
1
რატომ გავიწყდებათ ჭაბუა ამირეჯიბის "ბრძნული აზრი" კაცი უნდა ეყოს ხელფასს.ასე რომ იმედია შიმშილით არ მოკვდება.გაკვირვებული ვარ კომენტარებით. რამდენი გაუმაძღარი კაცია ამ ქვეყანაზე.
ვა რა დონეა
30 მარტი 2023 15:33
16
სწორედ ჯუღოევი(ჯუღელი) უნდა ეყოს ხელფასს, და არა ხვიჩა…. ჭაბუას სიტყვები ჯუღოევზეა დაწერილი…
კუკური
30 მარტი 2023 19:28
3
თქვენ ვერ მიხვდით მეგობარო, რაშია საქმე. საქართველოში ხომ უმრავლესობა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. ვის რამდენი აქვს,ვინ ვისთან წევს, ვინ ვისი აგენტია და ა.შ. ესაა მთავარი. ისე განიცდიან ხვიჩას ხელფასს გეგონება წილში ეჯდნენ))
დავით 67
30 მარტი 2023 23:26
2
ჩემი აზრით, ძალიან ბევრი მინუსია ამ ახალ შეთავაზებულ კონტრაქტში. თავი რომ დავანებოთ აშკარად არასამართლიან ანაზღაურებას (მინიმუმ 3 მილიონი ეკუთვნის), ბონუსები ან იქნება ან არა, რადგან თუ ამ ზაფხულს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე წავიდა (ოსიმენი, ზელინსკი, ლოზანო, კიმ მინ ჯე), მომდევნო სეზონში "ნაპოლი" წლევანდელივით წარმატებულად ვერ ითამაშებს. შესაბამისად, შესაძლოა ვერც ხვიჩა იყოს ისეთივე ეფექტური როგორც ამ სეზონში. ერთადერთი პლიუსი რაც სამომავლო კონტრაქტში დავინახე, გაგიკვირდებათ და გამოსასყიდის გარეშე გაფორმებაა - ანუ, დავუშვათ რომ დაკარგოს ფორმა და მისმა სატრანსფერო ღირებულებამ დაიწიოს, ხვიჩა თუ იტყვის ტრანსფერზე დამაყენეთო, შესაძლოა ახლანდელი 100 მილიონის ნაცვლად 60 მილიონად გაყიდოს კლუბმა, რადგან მასში მხოლოდ 10 მილონია გადახდილი
Fani
31 მარტი 2023 10:45
1
ხვიჩაზე კარგად ყველამ იცის ხვიჩასთვის უკეთესი რა იქნება თყრმე.აქამდის სპორტისა და პოლიტიკის მცოდნე გვყავდა ყველა , ეხლა ბანკისა და ბიზნესოს სფერო დაემატა, რა ვიცი ამის ფონზე ქვეყანა კი არის გაღატაკებული და ნეტავ რატომ..:))))))))))))
საბა
31 მარტი 2023 08:12
1
ან ეს ბონუსები რას ნოშნავს, ვონმემ იცის? ან იქნება, ან არა ხომ? ხელფასია 2.5 მილიონი. სხვის ჯიბეში ყურება რომ უზრდელობაა, მე ვიცი, და არც არასდროს მიქნია, მაგრამ ხვიჩა, ჩემს ქვეყანას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მარტო ის გახდება დასაცინი, არამედ... მე ასე მგონია, და რა ვიცი.
ლევანი
30 მარტი 2023 20:47
3
ფულზე ნუაკეთებთ აქცენტს..მთავარი ფეხბურთია ხვიჩასთვის და თამაში.მემგონი რეალში .სიტიში ლივერპულში ან სხვა გრანდებში რომ გადასულიყო ხელფასი კი ექნებოდა მეტი მაგრამ ასე დატვირთვით ათამაშებდნენ???
ლადო
02 აპრილი 2023 08:12
0
რა გინდათ მეგობრებო. ბიჭი, ოფიციალური მილიონერი გახდა. სად იყო და სადაა. რას მოესწრო, ღმერთს მადლობა ვუთხრათ, მანაც რათქმა უნდა და ვთხოვოთ ჯანზე გვიმყოფოს ჩვენი ბიჭი, ამ დაქცეულ ქვეყანასი, მაგან მაინც გაგვიხაროს ეს გული. მთელი ცხოვრება წინ აქვს, მსოფლიო გადაშლილია მის ფერხდით. ალბატ , რაც მაგის გვარს ნალოცი აქვს, მაგაზე ახდა და გამჩენი შეეწიოს. უტრამვოდ რა თქმა უნდა. ჯანმრთელობაა ის მთავარი რამ, რაც მაგას ყველაზე მეტად სჭირდება ეხლა. მსოფლიოს ნომერ პირველი გამხდარიყოს, ლიგა მოეგოს და ხელფასი მერე ნახეთ თქვენ. წინ მწვერვალებისთვის. ვინც იღორა, ყველაფერი დაკარგა , რუსეთის არ იყოს და ბარეორის.
ლევან მაღლაკელიძე
05 აპრილი 2023 22:20
0
8 სათამაშო თვის თავზე მიიღო ის რაც მიიღო და რო უთვლით ხვიჩამ დაქოქა თავის ცხოვრება და რა საჭიროა ღორობა და ჰა მილიონის დამატების სურვილით არ მოიკლა ტირილით თავი ამაში ვინმეს ადანაშაულებენ???)))) რა სისულელეა..და იმ ტიპზე ხო არ ვლაპარაკობთ პსჟ 180 ის გადახდას რო აპირებს და 15 დაუნიშნავს და ესე ჯობია ზატო მაისურებიდან წილში იქნებიო ეტყვის ვიღაც მისით აღფრთოვანებული ბედნიერი მფლობელი..და აქ დაიწერება 25 როგორ ვერ დასტყუა ჯუღელი არა კვახიო))
მირო
31 მარტი 2023 05:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული