"საშინელი ახალი კონტრაქტია, ღარიბული ხელფასია" - Sportbible ხვიჩას ახალი ანაზღაურებით შოკირებულ ფანებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.

"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბში 2028 წლამდე დარჩება და არ ექნება გათავისუფლების პუნქტი.

მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.

მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.

Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.

"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"

"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"

"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"

"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"

"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

მკითხველის კომენტარები / 50 /
ახლა, არავინ გამოხტეს აქ, ვითომ ხვიჩას დაცვის მიზნით, იმ გაცვეთილი ფრაზებით როგორიცაა, ხვიჩას ფული არ აინტერესებს და ესეც საკმარისი თანხაა, ან რა თქვენი საქმეა ხვიჩას ჯამაგირი. ხვიჩა ნაპოლიში ხომ ბედნიერია რაც მთავარია და მსგავსი სიტყვები.
ყველას მაგრად გვიყვარს ხვიჩა და ქართველების გულებშია, ყოველ შემთხვვეაში უმრავლესობა ქართველის ხოდა ასეთ დროს, როდესაც ლამის 5 წელი, აპირებ ნაპოლიში დარჩენას და გროშები უნდა აიღო ოფიციალური ჯამაგირი, ეს არის არათუ თავის დამცირება არამედ, ერის, პიროვნების ნიჭის შეურაცხყოფა! ბონუსს რაც შეეხება, ვინ იქნება გარანტი იმისა, რომ ნაპოლი წარმატებული იქნება მომავალი 5 წელი? შესაბამისად თუ წარმატებული როგორიც ახლაა არ იქნება, იმ ბონუსებსაც ვეღარ გამოიმუშავებს და დარჩება იმ 4 მილიონზე.
ამიტომ ხვიჩა იმედია იმ სულგაყიდულ ჯუღელს ან მოიცილებ საერთოდ ან არ გაითვალისწინო მისი საქციელი და ისეთ გადაწყევტილებას მიიღებ როგორც შენ ნიჭს და კლასის ფეხბურთელს ეკადრება!
ლამის 15 წლის წინ კალაძეს ქონდა უფრო მეტი ანაზღაურება წლიური თავის არმანის კონტრაქტებით დამთავრებული და რა ხვიჩა კალაძის დონეზე ნუთუ არაა რომ მინიმუმ ცოტათი მეტი ჯამაგირი რომ ქონდეს? აღარაფერს ვამბობ ბიჭი პლანეტის 5 საუკეთესო ფეხბურთელში მოიხსენიება და ერთი სპორტული თუ არა სპორტულ არცერთ გიგანთ ბრენდს არ აქვს დადებული კონტრაქტი მასთან ნეტავ რატომ? ის არა,.,, ჯუღელი ხომ არაა ნეთავ თავში?

ხვიჩა მშობლებთან უფროს ძმასთან ერთად იმედია ისეთ გადაწყევტილებას მიიღებ როგორიც შენს ნიჭს ეკადრება და არ მოაწერ იმ წყეულ სამასხარო კონტრაქტს ხელს!
სატრანსფერო ფანრჯის გახსნისას კი იცოცხლე იმდენი ვარიანტი გექნება და ისეთი ღირსეული რომ თავად გადაწყევტ შემდეგ რომელი ქვეყნა თუ კლუბი გირჩვენია და იქ წახვალ. კი ფული არაა მთავარი კი ფული არ გაინტერესეებს დიდება და სპორტული ჟინი უპირველესად გიყენია წინა პლანზე მაგრამ ამ კაპიტალისტურ დრაკონულ არაადამიანურ ცხოვრებაში ჯამაგირი აუცილებელია!
კახა
13:45 30-03-2023
3
ასეთ მონობაზე ხვიჩამ ხელი არუნდა მოაწეროს. ახლა ფეხბურთის უცოდინრებმა არ დამიწყოთ ზღაპრები. როდესაც კლუბი მილიონებს შოულობს შენით კეთილი უნდა ინებოს და საკმარისი გადაუხადოს. ხვიჩას მინიმუმ 7 მაინც უნდა ჰქონდეს.

ოსიმენი, კიმი, ზელინსკი, ლოსანო, და კიდევ... ნაპოლი ნახევარ გუნდს ყიდის, დიდი ალბათობით სპალეტიც პრემიერლიგაში გადავა და ამ მაჩანჩალა გუნდში უნდა ჩაიკეტოს 5 წელი?

ხვიჩას მამა თუ ამას დაუშვებს უბრალოდ კარიერას დაუნდგევენ. ეს ჯუღელი სად მოძებნეს, ყველაფერს თავის თავზე რომ იწერს, ომმა დაიხსნა ხვიჩა და არა ჯუღელმა.
დათო
16:56 30-03-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული