"საშინელი ახალი კონტრაქტია, ღარიბული ხელფასია" - Sportbible ხვიჩას ახალი ანაზღაურებით შოკირებულ ფანებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.

"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბში 2028 წლამდე დარჩება და არ ექნება გათავისუფლების პუნქტი.

მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.

მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.

Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.

"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"

"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"

"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"

"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"

"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა არის იცით, ფულის ღორი არ უნდა იყო ადამიანი, მარა მეორეცაა თუ ასეთ არაშესაფერის ხელფასზე დათანხმდა ხვიჩა ვიღაცეები იტყვიან, აა ქართველია მაინც და არ ააქ თავის იმედი, რომ დიდხანს გაქაჩავს მაღალ დონეზე თამაშას და სანამ ვარდნა დაეწყება ასწრებს გრძელვადიან კონტრაქტზე ხელის მოწერასო.
ეეე
30 მარტი 2023 21:07
1
ან ეს ბონუსები რას ნოშნავს, ვონმემ იცის? ან იქნება, ან არა ხომ? ხელფასია 2.5 მილიონი. სხვის ჯიბეში ყურება რომ უზრდელობაა, მე ვიცი, და არც არასდროს მიქნია, მაგრამ ხვიჩა, ჩემს ქვეყანას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მარტო ის გახდება დასაცინი, არამედ... მე ასე მგონია, და რა ვიცი.
ლევანი
30 მარტი 2023 20:47
3
დაცინვაა!დე ლავრენტისი ამ შეთავაზებით ეუბნება,ჩემი აზრით,თქვენ სულელები ხართო და ხელმოწერებით,ესენიც დაუმტკიცებენ,დიახ,ჩვენ სულელები ვართ,ჩვენ ბიჭს,კაპიკებად ვათამაშებთ,შენ კი,ათეულობით მილიონს გაშოვნინებთო!გასაგებია,რომ ხვიჩა ნეაპოლელებს ძალიან უყვართ და მათი გულის დაწყვეტა არ უნდა,მაგრამ სულელად არავის უნდა ჩაათვლევინო თავი.ეს ხელფასი კი,სწორედ სულელად ჩათვლაა.ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლით,გუნდმა დიდი ფული იშოვა და შემადგენლობის შენარჩუნება,გაზრდილი ხელფასებით,არ უნდა გაუჭირდეს.3,5 მილიონიან ხელფასიანი ჟელინსკი,3,3 ზე შემცირებას არ დათანხმდა და მიდის...ან მისთვის რატომ უნდა შეემცირებინა და 2,5 მილიონზე რატომ უნდა დაჰყაბულდეს ხვიჩა?ახლა ტრაბახობენ ნაპოლიში,ვიცოდით რა მაგარი იყო ხვიჩა და იმდენი მოვახერხეთ,სულ რაღაც 10 მილიონად წამოვიყვანეთო.მერე ამასაც დაიტრაბახებენ და კვლავ ქართველები გამოვალთ, სულელი გადამყრელები,კაცს რომ უყვარს და ღმერთს ეჯავრება.მარადონას იტალიიდან წასვლის ისტორიიდანაც მახსენდება,მაშინ დაიწერა,მარადონამ დატოვა იტალია და მისი კუთვნილი ფერარის წაღების ნებაც კი არ მისცეს,ხელოვნების ნიმუშიაო.გამოწურულ ლიმონს,იტალიელებიც დაუნანებლად ისვრიან სანაგვეში.
სოსო
30 მარტი 2023 19:01
2
სხვათა შორის, ამ კომენტარმა გამახსენა მარადონას იტალიური ისტორია, დასაჭერად რომ დასდევდნენ, გადასახადებს არ იხდიდაო და ქვეყანაში შესვლას რო ერიდებოდა... თუ მეშლება, გამისწორეთ - ასე არ იყო?
ბესო შიოშვილი
30 მარტი 2023 22:55
0
ადგეს და წავიდეს იპლ-ში. ძალით და კონტრაქტით ვერავინ ვერ დაიჭერს ხვიჩას თუ რამე არ მოსწონს.
პაპა
30 მარტი 2023 19:17
2
ასეთ მონობაზე ხვიჩამ ხელი არუნდა მოაწეროს. ახლა ფეხბურთის უცოდინრებმა არ დამიწყოთ ზღაპრები. როდესაც კლუბი მილიონებს შოულობს შენით კეთილი უნდა ინებოს და საკმარისი გადაუხადოს. ხვიჩას მინიმუმ 7 მაინც უნდა ჰქონდეს.

ოსიმენი, კიმი, ზელინსკი, ლოსანო, და კიდევ... ნაპოლი ნახევარ გუნდს ყიდის, დიდი ალბათობით სპალეტიც პრემიერლიგაში გადავა და ამ მაჩანჩალა გუნდში უნდა ჩაიკეტოს 5 წელი?

ხვიჩას მამა თუ ამას დაუშვებს უბრალოდ კარიერას დაუნდგევენ. ეს ჯუღელი სად მოძებნეს, ყველაფერს თავის თავზე რომ იწერს, ომმა დაიხსნა ხვიჩა და არა ჯუღელმა.
დათო
30 მარტი 2023 16:56
4
აგენტი იძახის ხვიჩას ფული არ აინტერესებსო...
$
30 მარტი 2023 19:14
9
რამდენი რამე მეწერა და მარტო ნიკი დადეს.
მოკლედ ვიტყვი, ასეთი მონური ხელშეკრულების დადებას თანაც მაქსიმალური ვადით,არსებული ხელფასი და არსებული დაბალი გამოსასყიდი სჯობია
ქორ-პარიკმახერი
30 მარტი 2023 19:00
1
ყველა გამოხმაურება
Gasayid fass tu adeb amxela tanxas xelfasi shesabamisi unda iyos.muqtad iyides da adaptaciis gareshe amxela rezultati aq, nutu 5milioni ar unda gadauxadon varkvlavs.tavdabloba mafiozebtan ar sheidzleba.wava maqedan da napolis oqros xanac dasruldeba.
Gia
30 მარტი 2023 16:51
2
ხვიჩა,შენ გააგრძელე ასე თამაში და მატერიალურად ნაღდად არაფერი დაგაკლდება....მე ის მიკვირს,ამდენ არამკითხეს ხვიჩა,ან თუნდაც მისი დედ-მამა, ასე მიამიტი ანაც უცოდინარი რატომ ჰგონიათ?!ეს არაა ვითომ საჯაროდ და საყვეყნოდ მის პირად საქმეებში უშნოდ,უსაგნოდ და უადგილოდ ცხვირის ჩაყოფა? მოვრჩეთ,რა,მოვრჩეთ.სირცხვილია!რაც ჩვენ არ გვეხება,ნურც შევიხებთ!ამ თემას მაინც დავადოთ ტაბუ და ნუ შევურაცხყოფთ ჩვენს საამაყო,უსუფთავეს,უჭკვიანეს ბიჭს,დღეს უკვე დიდ,ხვალ და ზეგ კი,დიად ფეხბურთელს!
კოტე
30 მარტი 2023 16:26
4
ხვიჩამ 1 რომ დაიჩივლოს თავს უბედურად ვგრძნობ ნაპოლიშიო, მაშინვე გაიყიდება... რა 2027 ან 28 კიდევ...
აურელიო
30 მარტი 2023 19:42
2
აბა რას ლაპარაკობ თუ იცი?
ხვიჩას საქმეში ცხვირის ჩაყოფას და მისი კაბალაში მოქცევის გამო აღშფოთებას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავთ მაშინ უსმინეთ შალვა ხაჭაპურიძეს!
2,5 მილიონ დოლარს (ბონუსი არ არის ხელფასი, ეგ საკენკი თავის ქათმებს დაყაროს ნაპოლის მენეჯმენტმა) ხვიჩას თვეში სიამოვნებით გადახდამდე მოწინავე კლუბები.,ეგ კიდევ არაფერი , ეს უნამუსოები გამოსყიდვის უფლების გარეშე ხელშეკრულებას უდებენ და თანაც მაქსიმალური ვადით (5 წელზე მეტის უფლება უბრალოდ არა აქვთ) , ეს კაბალაა! თავისი საქმის საბოლოოდ თვითონ იცის ყველაზე კარგად ხვიჩამ, მარა ამ პირობებით 2028 წლამდე მაგ იდიოტი ლაურენტისის მონად ყოფნას , არსებული ხელშეკრულება ერჩივნოს იქნება, ნაკლები ხელფასით, მაგრამ ნაკლები გამოსასყიდით და შესაბამისად თავისუფლების მაღალი ხარისხით.
იდიოტად როგორ უნდა ჩაითვალოს ვიღაც ვითომ კინო რეჟისორმა.
კოტე ეეე
30 მარტი 2023 18:28
3
ქართველი და უცხოელი ფანები ერთსულოვანნი არიან ახალი კონტრაქტის შეფასებაში.
ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ ჯუღელს ევროპაში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია. ვისაც ამის არ სჯერა, ნათელი მაგალითია ის ფაქტი რომ "ტრანსფერმარკეტი"-ს საიტზე ხვიჩას და აზაროვის პროფილებზე არსად არ წერია აგენტის ვინაობა (ორივეს აგენტად ჯუღელი ითვლება). დასკვნა - კვარა, დროულად შეცვალე აგენტი!
შენ იმსახურებ რომ ჟორჟე მენდეშის ან პინი ზაჰავის დონის აგენტი გყავდეს (რაიოლა აღარ არის, თორემ ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ იქნებოდა)
შიშველი სიმართლე
30 მარტი 2023 16:22
8
მაგარი გაიძვერაა აურელიო, ჯუღელი კიდევ არაპროფესიონალი, აურელიო ფიქრობს საქართველოდან ჩამოსულისთვის ესეც დიდი ფულიაო და ჯუღელიც ამაში ეთანხმება თავის ქმედებით, დაღუპავენ ამ ბიჭს თუ მაგედან არ წავიდა
მამუკა
30 მარტი 2023 16:17
5
თუ შეიძლება გადაეცით ამხანაგ ივან ჟუღაევს, რომ მე მაინტერესებს, თუ რა "პრედლაჟენიები" მიიღო მან პირადად? ჯუღაევს რომ არ გაუჭირდეს, აი ჩემი შეკითხვის რუსული თარგმანი:
Товарищ Иван Джугаев! Будет ли опубликована информация о сумме отката, которую вам обещал Аурелио Де Лаурентис за такой контракт?
ქ. გ.
30 მარტი 2023 15:55
7
ამხანაგ ივანე ჯუღაევის Wikipedia გვერდის რუსული ვერსია:
Джугели является клубным агентом волгоградского Ротора.
ქ. გ.
30 მარტი 2023 15:47
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული