"საშინელი ახალი კონტრაქტია, ღარიბული ხელფასია" - Sportbible ხვიჩას ახალი ანაზღაურებით შოკირებულ ფანებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.

"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბში 2028 წლამდე დარჩება და არ ექნება გათავისუფლების პუნქტი.

მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.

მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.

Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.

"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"

"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"

"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"

"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"

"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა გინდათ ვერ გავიგე, ხვიჩას აწყობს თქვენ ვინ გკითხავთ??? ყველამ თავის ჯიბეს მიხედოს. ხვიჩა იმდენად უყვართ ნეაპოლში, რომ ფული მესამეხარისხოვანია უკვე. რაც არ უნდა მოითხოვოს ხვიჩამ უფულოდ ყველაფერს აუსრულებენ ისედაც ამ ქალაქში.
დავით 67
30 მარტი 2023 21:59
17
რა დავწერე გაუგებრად, რომ ვერ გაიგეთ? რადგან ხვიჩა თანხმდება ე.ი აწყობს და თქვენ ვინ გეკითხებათ? თქვენ გგონიათ ხვიჩა შტერია და თქვენ ჭკვიანები? ალბათ ასე ფიქრობთ რომ ფეხბურთელს არაფერს ეკითხებიან. უამრავი სარფიანი შეთავაზება ჰქონდა ტოტტის, სტივ ჯერარდს და ბევრ სხვასაც მაგრამ არსად არ გადავიდნენ. უბრალოდ არ უნდოდათ და მორჩა. ამ ლაურიენტესს რას გადაეკიდეთ? ეს არის მისი( და არა თქვენი) კერძო ბიზნესი და უნდა გაყიდის და უნდა არა. ასევე მის შეთავაზებულ პირობებს ან დათანხმდები და ან არა. თქვენ მართლა მონათმფობელური წყობა ხომ არ გგონიათ ამ გუნდში. სპალეტისაც უნდოდა წასვლა, მაგრამ მგონი დათანხმდა დარჩენაზე. სწორედაც რომ სსრკ-ს პერიოდივით მსჯელობთ. მონობა მაშინ იყო თუ იყო. ასე რომ რამე თუ არ მოგწონთ თქვენ იყიდეთ ეს გუნდი და ყველაფრის უფლება გექნებათ კანონის ფარგლებში.
დავით 67
31 მარტი 2023 02:48
6
იმას ვერ ხვდებით ხომ რომ ამ ვითომ გაზრდილი ხელფასით თავისი კარიერის საუკეთესო წლები თაღლითი და ლაურენტისების მონობაში უნდა გაატაროს??? გამოს,იდვის პუნქტს არ დებენ ხელშეკრულებაში, თქვენ კიდევ აქ ფულზე საუბრობთ! მომავალი წლისათვის ნახევარ გუნდს ყიდის ტიპი თავისი მწვრთნელიანად და ხვიჩას იტოვებს კაბალური ხელშეკრულებით, რომ თავის ჭკუაზე ატაროს და ნერვები დაუწყვიტოს ბიჭს, ეს გინდათ? ვერ გებულობთ რაზეა ლაპარაკი?
ქორ-პარიკმახერი
30 მარტი 2023 23:54
3
ყველა გამოხმაურება
თუ შეიძლება გადაეცით ამხანაგ ივან ჟუღაევს, რომ მე მაინტერესებს, თუ რა "პრედლაჟენიები" მიიღო მან პირადად? ჯუღაევს რომ არ გაუჭირდეს, აი ჩემი შეკითხვის რუსული თარგმანი:
Товарищ Иван Джугаев! Будет ли опубликована информация о сумме отката, которую вам обещал Аурелио Де Лаурентис за такой контракт?
ქ. გ.
30 მარტი 2023 15:55
7
კიმი და ოსიმენი სულ მალე ალბათ 2ან 3ჯერ მეტს აიღებენ,ხოდა რა გამოდის თუ გათავისუფლების პუნქტი არ არის ხაფანგში ყოფილა
Ddd
30 მარტი 2023 14:35
2
ხვიჩას საბაზრო ფასი 100 მილიონამდე აღწევს, ხომ ასეა? ორმილიონნახევარი არის უნამუსო შეთავაზება 100 მილიონიანი ფეხბურთელისთვის, , ზოგი ამბობს ფული მეორეხარისხოვანიაო, მაგრამ ხელფასი ხომ უნდა იყოს შენი სათამაშო ფორმის და სარგებლიანობის ადეკვატური, ჯუღელის და პრეზიდენტის, დე სანკტისის თავები იქნება მანდ, ორივეს ეხერხება შავი საქმეების კეთება, ჩემი აზრით არ უნდა დათანხმდეს ხვიჩა, მინიმუმ ორჯერ მეტს აიღებს და არანაკლებ გუნდში გადავა, თუ მანდ რეალურს არ შეთავაზებენ.
რეალისტი
30 მარტი 2023 15:22
3
ამხანაგ ივანე ჯუღაევის Wikipedia გვერდის რუსული ვერსია:
Джугели является клубным агентом волгоградского Ротора.
ქ. გ.
30 მარტი 2023 15:47
5
მას ფხბურთინუყვარს და არა ფული ფული თავისით გაიზრდება მომავალში შოკირებუკი არა შოკუნიები კიდე
ემიგრანტი
30 მარტი 2023 13:22
18
თავისით იზრდება ჭინჭარი ძმაო და არა ხელფასი.
სასაცილო პირობებია, აქ ფულზე არაა საქმე, აქ თავმოყვარეობის ამბავიცაა. ლოზანოს 4 მილიონი აქვს და კვარას 2.5? ბონუსები კიდე ან იქნება და ან არა.
მეგრელი
30 მარტი 2023 14:25
2
დარწმუნებული ვარ ხვიჩა, ან მისი ოჯახის წევრები ეცნობიან გამოხმაურებებს და კომენტარებს. რადგან არ ჩქარობ და არ ხარბდები უფრო სარფიან შემოთავაზებებს, ნურც კონტრაქტის გახანგრძლივებას იჩქარებ მაგ პირობებით. ჯობია დაიკლო ის მილიონი წელიწადში, რომელსაც მერე 10 მილიონად ამოიღებ. კარგი კონტრაქტი გაქვს გაფორმებული და არ გადახედო, ან გაახანგრძლივო იქამდე სანამ უკეთესს არ შემოგთავაზებენ.
იგორ
30 მარტი 2023 21:08
4
ასი პროცენტი გეთანხმებით, არ ღირს მაგათი ვითომ მომატებული ხელფასი იმად რომ ახლა არსებული (2027 წლამდე) კონტრაქტი შეცვალონ. თან გამოსყიდვის პუნქტის ჩადებახ არ უნდათ ტიპებს ისეთი ნაგები არიან, მართლა დებილებად თვლიან აუ რაშია საქმე?! ნაპოლიში იმხელა სიყვარული აქვს ხვიჩას სულ არ ჭირდება ხელფასის გაზრდა , მინიმუმ წელიწადნახევარი კიდევ დარჩება ამ გუნდში და საქმესაც გააკეთებს, თუ მანამდე კლუბი რამენაირად შეძლებს და გრანდებს მიუახლოვდება მერე გადახედონ კონტრაქტს და თუ ისევ გაყიდვაზე იქნება კლუბი ორიენტირებული ხვიჩას დღეს არსებული კონტრაქტით ვერ დააკაბალებენ, და არც კლუბის და აღარც ქალაქის წინაშე აღარც მატერიალური და რაც მთავარია აღარც მორალური ვალდებულებები აღარ ექნება. ასე კიდევ დე ლაურენტისების ახირებების შემყურე გახდება ამ ვითომ გაზრდილი ხელფასის სანაცვლოდ.
ბს
31 მარტი 2023 00:03
1
ნუ პანიკობთ ხალხო და ნუ ვარდებით კრუნჩხვებში... როგორც წელს დაიდო ახალი კონტრაქტი, ისე დაიდება ყოველ წელს, თუ ხვიჩა მოუმატებს, რა თქმა უნდა...
ვ100კო
01 აპრილი 2023 11:01
0
ცხადია ხვიჩას ჯიბეში არავინ იხედება - ღმერთმა მისცეს კიდევ უფრო მეტი. უბრალიდ საწყენია რომ გარშემო მყოფთა არაპროფესიონალიზმის გამო არაშესაბამისი პირობები ექნება, რამაც რაღაც მომენტში შეიძლება მის მოტივაციას დაარტყას. დემოტივირებული კვარაცხელია კი ვნახეთ რუბინში….
Gogi
30 მარტი 2023 21:21
3
Gasayid fass tu adeb amxela tanxas xelfasi shesabamisi unda iyos.muqtad iyides da adaptaciis gareshe amxela rezultati aq, nutu 5milioni ar unda gadauxadon varkvlavs.tavdabloba mafiozebtan ar sheidzleba.wava maqedan da napolis oqros xanac dasruldeba.
Gia
30 მარტი 2023 16:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული