ხვიჩამ სერია A-ს ისტორია გადაწერა - კვარაცხელია ერთ სეზონში უკვე მესამედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მან გამოკითხვაში თანაგუნდელ კიმ მინ-ჯეს, "სასუოლოს" წევრ არმან ლორიენტეს, "იუვენტუსის" ნახევარმცველ ადრენ რაბიოსა და "უდინეზელ" დესტინი უდოგიეს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ გახდა.

საამაყო ამბავია, რომ კალჩოში ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ, ახლა კი ეს რეკორდი ხვიჩამ დაამყარა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
მე ვფიქრობ, ხვიჩას შედეგს ქართული ფეხბურთი მოიმკის 10-15 წელიწადში. მან ეს სპორტი ძალიან პოპულარული გახადა ბავშვებში და ყველას შემატა მოტივაცია და რწმენა (მათ შორის მშობლებს), რომ თუ ნიჭი გაქვს და იშრომებ, შეგიძლია ძალიან წაატებული იყო! ამავდროულად, ხვიჩამ ევროპაში ქართული საფეხბურთო ბაზარი გახადა აქტუალური. ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგებს! მასლობა ხვიჩა რომ ქართული კარგი ადამიანი ხარ
ქართველი
00:26 31-03-2023
0
გილოცავთ, ქართველებო!!!
ILIA
18:15 30-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული