ხვიჩამ სერია A-ს ისტორია გადაწერა - კვარაცხელია ერთ სეზონში უკვე მესამედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მან გამოკითხვაში თანაგუნდელ კიმ მინ-ჯეს, "სასუოლოს" წევრ არმან ლორიენტეს, "იუვენტუსის" ნახევარმცველ ადრენ რაბიოსა და "უდინეზელ" დესტინი უდოგიეს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ გახდა.

საამაყო ამბავია, რომ კალჩოში ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ, ახლა კი ეს რეკორდი ხვიჩამ დაამყარა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
მე ვფიქრობ, ხვიჩას შედეგს ქართული ფეხბურთი მოიმკის 10-15 წელიწადში. მან ეს სპორტი ძალიან პოპულარული გახადა ბავშვებში და ყველას შემატა მოტივაცია და რწმენა (მათ შორის მშობლებს), რომ თუ ნიჭი გაქვს და იშრომებ, შეგიძლია ძალიან წაატებული იყო! ამავდროულად, ხვიჩამ ევროპაში ქართული საფეხბურთო ბაზარი გახადა აქტუალური. ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგებს! მასლობა ხვიჩა რომ ქართული კარგი ადამიანი ხარ
ქართველი
31 მარტი 2023 00:26
0
გილოცავთ, ქართველებო!!!
ILIA
30 მარტი 2023 18:15
3
❤❤❤ ეს ის მომენტია, როდესაც თვალზე ცრემლი მოგადგება და ტანში ჟრუანტელი დაგივლის!
საქართველოს საამაყო შვილი!!!
ქობულეთიდან
30 მარტი 2023 17:42
3
Ვულოცავ ხვიჩას და მის ნამდვილ გულშემატკივრებს უნიკალურ მიღწევას.მალე ოქროს ბურთიც მიგველოცოს ჩვენი ოქროს ბიჭისთვის.
gio gio
30 მარტი 2023 17:50
3
შეიძლება მეოთხედაც მოასწროს!არ გამიკვირდება.
სოსო
30 მარტი 2023 18:28
3
კომენტარი ზედმეტია. გვეამაყება ხვიჩა.
მიშა
30 მარტი 2023 17:30
4
ნეტავ, რომელი იდიოტი აწვება დისლაიქებს.
გივი
30 მარტი 2023 18:25
4
გივის აბა ეგა თქვი რაა, რა დონის გაბოროტებული უნდა იყოს ქართველი, რომ ამ კომენტარებს დისლაიქებს უჭერს. დარწმუნებული ვარ არაფერი არ ახარებს და არავინ არ უყვარს ვიღაცაა
ზოლა
30 მარტი 2023 22:12
0
გილოცავ ჩვენო ზურმუხტო. ისტორიას შემორჩება ეს ფაქტი და არამგონია ეს რეკორდი ვინმემ არათუ დაამხოს გაიმეოროს კიდეც მინიმუმ ნახევარი საუკუნე მაინც. ბევრი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს კიდეც და "გამოფხიზლებაც" დაჭირდეს რომ ეს რეალობა გააცნობიეროს. საუბარია მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ ჩემპიონატზე და რაოდენ საამაყოა როცა ამ ყველაფრის შემძლე შენივე თანამემამულეა.
Charley
30 მარტი 2023 17:39
5
გილოცავ ხვიჩა, შენ მაგარო ქართველო!
ხვიჩა, არა მარტო უმაგრესი ფეხბურთელია, არამედ ძალიან კარგად დასწორად აღზრდილი ადამიანი. მადლობა მის მშობლებს.
ის ჯერ კიდევ ეხლა იწყებს კარიერას, წინ კიდევ ძალიან ბევრი წარმატებები ელის, ამიტომ მისი შემხედვარე ბავშვები, ათასმაგად მოინდომებენ და ამას, უფრო და უფრო მეტი ნიჭიერი თაობა წამოვა. მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ასე იქნება.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
30 მარტი 2023 19:56
3
ველოდებით სერია ა-ს თასს და ჩემპიონთა ლიგის
las
30 მარტი 2023 19:09
4
las, სერია A და ჩემპიონთა ლიგა კი ბატონო, მაგრამ თასი როგორ?
ზაალი
30 მარტი 2023 20:56
2
ხვიჩა გილოცავ ამ აღიარებას,საამაყოა ყველა ქართველისთვის!!!
ზაზა
30 მარტი 2023 17:03
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული